აქვს თუ არა ფულს მნიშვნელობა?


რატომ ამბობს ზოგიერთი ადამიანი, რომ ფული უმნიშვნელოა? ზოგადად, ეს საკამათო საკითხია და ყველას განსხვავებული აზრი აქვს ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ მსურს, ფულის მნიშვნელობაზე უფრო ღრმად დავფიქრდეთ.

 

არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ფიქრობს და შვილებსაც იმავე პრინციპით ზრდის, რომ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სიკეთეს, ურთიერთობებს, მეგობრობას, ოჯახს და ჯანმრთელობას აქვს. მაგრამ რატომ არ არის მათ ჩამონათვალში ფულის ადგილი?

 

რეალურად, ფულს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს.  ფული ძალაუფლების წყაროა. თუნდაც, შენ შეგიძლია ფულით უამრავი რამ იყიდო და სიკეთეც გააკეთო.

 

ამასთანავე, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ფული ჯანმრთელობის მდგომარების განმსაზღვრელიცაა, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა უმეტესწილად დამოკიდებულია ჯანსაღ და ხარისხიან საკვებზე.

 

მაშინ რატომ ამბობენ მაინც, რომ ფულს არ აქვს მნიშვნელობა?

 

ასეთ რამეს ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც არ აქვთ ფული, შეგუებულები არიან ასეთ მდგომარეობას და არც იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის.

რა არის მთავარი? მთავარია გადაწყვიტო, რომ ფული მნიშვნელოვანია, რათა იცხოვრო კარგად და, ამავდროულად, აკეთო კეთილი საქმეები.

ამის შემდეგ კი საჭიროა დაიწყო მოქმედება და მოიპოვო ის კეთილსინდისიერი გზებით.

 

შესაბამისად, დაფიქრდი ამ საკითხე, გააანალიზე თუ რა შესაძლებლობა აქვს ფულს, დასახე გეგმები და დაიწყე შენი ცხოვრების შეცვლა.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?