როგორ შევასრულოთ პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცით


ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც არ გითქვამთ იმის გამო, რომ შეგშინებიათ ეს არ გამოსულიყო და იმედგაცრუებულები არ დარჩენილიყავით. ეს რეალურად საკმაოდ დამაბრკოლებელი ფაქტორია, რადგან როცა გეუფლება შიში შენ მიერ დასახული მიზნის მიღწევის გზაზე, ეს ძალიან დიდი სისუსტეა. შიში არის ის ფაქტორი, რომელსაც თქვენ ან დაამარცხებთ ან ის დაგეუფლებათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებით მისი ზეგავლენის ქვეშ.

 

არსებობს ეჭვები, რომლის მიხედვითაც ადამიანები არ ამბობენ არაფერს მხოლოდ იმის გამო, რომ შეიძლება რაღაც ძალამ, უხილავმა ხელმა ან რაიმე ამოუცნობმა ხელი შეუშალოს მათ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაგზე. მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია ასეთია, როდესაც ჩვენ არ ვამბობთ რაიმეს, ეს შეიძლება პირიქით ხელს უწყობდეს სიტუაციის არ გამოსვლას.

 

შანსი იმისა, რომ რაღაც შეიძლება ვერ წავიდეს, როგორც საჭიროა, არსებობს. ამიტომ საჭიროა შეიმუშაოთ გეგმა, რომელიც გექნებათ ყველაზე ცუდი ვარინტისთვის, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით უნდა დაუშვათ რაღაცის არ გამოსვლა. არ იფიქროთ ყველაზე ცუდ ვარიანტზე უბრალოდ იყავით მზად ამისთვის.

 

შესაბამისად, უნდა იფიქროთ, რომ ის, რაც დაისახეთ მიზნად აუცილებლად გამოგივათ და ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაისახავთ ამოცანას და მთელ ენერგიას ჩადებთ მის შესასრულებლად, ასეთი მიდგომით გამოიმუშავებთ წარმატებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს თვისებას.

 

გქონდეთ შესაბამისი მიდგომები, მოტივაცია და უთხარით საკუთარ თავს ერთხელ და სამუდამოდ, რომ აუცილებლად დაისახავთ მიზნებს, თამამად ისაუბრებთ ამის შესახებ, არ შეგეშინდებათ წარუმატებლობის და შეასრულებთ საკუთარი თავისადმი მიცემულ პირობას.

 

იყავით ის, ვინც არა მხოლოდ ოცნებობს, არამედ ისახავს მიზნებს და აღწევს მათ და დამიჯერეთ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. 

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?