კომპანიის სტრუქტურა ვერ გადაწყვეტს თქვენი კომპანიის პრობლემებს


ხშირად კომპანიები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები და არიან ჩვენი კლიენტები, გვთხოვენ კომპანიის გადარჩენას, გარკვეული ცვლილებების განხორციელებას და ახალი მიდგომების დანერგვას. ხშირად ასეთი კლიენტები ფიქრობენ, რომ წარმატების მიღწევის საფუძველი არის კომპანიის სტრუქტურის ცვლილებაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ხშირი შეცდომა მათი მხრიდან.

რეალურად, კომპანიის სტრუქტურის ცვლილება არ არის მთავარი საკვანძო მომენტი. ის არის ამ დიდი პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მის გარდა არსებობს უამრავი სხვა ფაქტორი, რაც კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს.

პირადად ჩვენს საკონსულტაციო ჯგუფს არაერთხელ ჰქონია შეხება კომპანიასთან, რომელმაც განაახლა სტრუქტურა გამოცდილი ადამიანების დახმარებით, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინახეს, რომ არ გაამართლა ამ ცვლილებებმა.

ჩნდება შეკითხვა, როდის უნდა შეიცვალოს კომპანიის სტრუქტურა? ზოგადად, როდესაც კომპანია ვერ აღწევს დასახულ მიზნებს ე.ი. რაღაცაში ნამდვილად არის პრობლემა. შეიძლება ეს იყოს მართლაც სტრუქტურის პრობლემა და მისი ცვლილება უნდა დაიწყოს კომპანიამ, თუმცა რეალურად უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზებიც და უფრო დეტალებში განვიხილოთ ეს ყველაფერი.

შესაბამისად, ჩვენი გუნდი ყოველთვის ირჩევს, რომ გაკეთდეს კომპანიის დეტალური ანალიზი, იყოს განხილული ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც შეიძლება იდგეს კომპანია და ყველა იმ შემთხვევის განხილვის შემდეგ უნდა მომზადდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც საკმაოდ კარგ ცვლილებებს მოუტანს კომპანიას.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიაში არის პრობლემა და ეს ვლინდება იმაში, რომ ვერ აღწევთ დასახულ მიზნებს, ჯერ კარგად დაფიქრდით უშუალოდ მიზნებზე, რადგან კომპანიების უმეტესობის პრობლემა სწორად ისაა, რომ არ აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები.  შესაბამისად, სანამ დაიწყებთ სტრუქტურაზე ფიქრს, პირველ რიგში, დაისახეთ მიზნები, შემდეგ კი შეუდექით ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული მიზნების მიღწევას.

როდესაც თქვენ შექმნით სტრუქტურას, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, მესამე ეტაპზე დაიწყეთ კადრებზე ზრუნვა და გუნდის პროფესიონალებით დაკომპლექტება. მეოთხე ეტაპზე საჭიროა მენეჯმენტის სისტემის დახვეწა და დეპარტამენტების განვითარების გეგმის ჩამოყალიბება.

ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების მიხედვით კარგად ჩანს, რომ კომპანიის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა კომპლექსურია და ეს სხვადასხვა საფეხურს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროს არის დაკავშირებული.

შესაბამისად, დაფიქრდით სათანადოდ, იყავით ორიენტირებულები კომპანიის განვითარებაზე, ჩამოაყალიბეთ კონკრეტული მიზნები, შექმენით სტრუქტურა, დააკომპლექტეთ გუნდი საჭირო კადრებით და იზრუნეთ მენეჯმენტის სისტემის სრულყოფაზე. ამ ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში კი აუცილებლად მიიღებთ გაუმჯობესებულ სურათს თქვენს კომპანიაში.

| გააზიარე
მოგწონთ?