გაითვალისწინე 4 რჩევა - გახდი პროფესიონალი (ნაწილი #2)


ვაგრძელებთ წინა სტატიას

3. მიიღეთ განათლება. ამ საკითზე ჩემს არაერთ პოსტში მქონდა საუბარი,

შესაბამისად არ დავწვრილმანდები და უბრალოდ გეტყვით, იმისათვის რომ იყო პროფესიონალი, აუცილებელია საჭირო განათლების მიღება, გაღრმავება და უწყვეტი განვითარება. დაესწარით ყველა შესაძლო სემინარს, ტრენინგს, ლექციას, და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი თქვენთვის საინტერესო სფეროს შესახებ. ამასთან ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ინტერნეტის გამოყენება. წიგნების კითხვა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რჩევაა, რჩევა რომელსაც ყველა წარმატებული ადამიანი იზიარებს და დარწმუნებულია მის ეფექტურობაში. იკითხეთ და 100%-ით გამოიყენეთ თავისუფალი დრო მეტის ასათვისებლად, ვინაიდან სწავლა დროის ინვესტიციაა საკუთარ შესაძლებლობებში და ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელად თუ მოიძებნება საკუთარ თავზე მეტად მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ სასურველ შედეგს პირდაპირი ფულადი ინვესტირების გარეშე ღებულობთ, რადგან ინტერნეტის დახმარებით შესაძლებელია უამრავი უფასო ელექტრონული წიგნის მოძიება. დახარჯეთ ნაკლები დრო ტელევიზორზე, მის ნაცვლად კი გაიღრმავეთ განათლება. ისწავლეთ ყველა შესაძლებელი და ხელმისაწვდომი საშუალებით, მაგალითად ვარჯიშის დროს მოუსმინეთ ელექტრონულ წიგნებს, იგივე გააკეთეთ ავტომობილის მართვისას ან მგზავრობისას. წიგნების შერჩევა კი უნდა მოხდეს პროფესიების/მიმართულებების მიხედვით, ანუ საწყის ეტაპზე მოახდინეთ კონცენტრირება ერთ რომელიმე საკითხზე და წაიკითხეთ მინიმუმ 10 სხვადასხვა წიგნი. ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ ცოდნის შეძენაში. პირველ წიგნიდან მიღებული ცოდნა იქნება 100%-ით ახალი თქვენთვის, მეორე წიგნიდან 90% , ხოლო 10% გამეორება, შემეგ 80/20 და ასე შემდეგ მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაცია კონკრეტული საკითხის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამოყენება, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნა ძნელად თუ მოგიტანთ სარგებელს. იმისათვის რომ გახდეთ პროფესიონალი, მნიშვნელოვანია პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ერთად გამოყენება.

4. იმუშავეთ საკუთარ პიროვნულ თვისებებზე. ამ საკითხზეც არაერთხელ მისაუბრია ჩემს პოსტებში, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აზრს კარგავს ადამიანის ყველა თვისება, თუ მას არ გააჩნია შესაბამისი ადამიანური და მენეჯერული თვისებები. პირადად ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის, უმჯობესია თანამშრომელს ჰქონდეს უფრო მეტი პიროვნული თვისება და ნაკლები პროფესიონალიზმი, რადგან საპირისპირო შემთხვევაში, ეფექტი იქნება ხანმოკლე და დიდი ალბათობით ესეთი პროფესიონალი წარმოქნის კონფლიქტს კომპანიაში. ამ საკითხზე მუშაობისას გამოიყენება იდეალურ მენეჯერთან საკუთარი თავის შედარების მეთოდი. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა - „როგორი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე მომუშავე იდეალური მენეჯერი?“ შეეცადეთ რაც შეიძლება ბევრი და რაც შეიძლება დეტალური პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას, ხოლო შემდეგ შეადარეთ საკუთარი თავი მიღებულ იდეალს (თვითშეფასებისას იყავით რაც შეიძლება მეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ). შედარების შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ სამოქმედო გეგმა იმისათვის, თუ როგორ დაემსგავსოთ იდეალს. ძალიან რთულია იყო იდეალური, თუმცა მთავარია მუდმივად მიისწრაფოდე იდეალისკენ. ასეთ შემთხვევაში სულ მალე ეს თვისება გადაიზრდება ჩვევად და თქვენ შეუდარებელი თვისებების მქონე პროფესიონალად გარდაიქმნებით.

| გააზიარე
მოგწონთ?