ცვლილებები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ შემოსავლების გასაზრდელად?


დღეს მინდა გესაუბროთ საინტერესო თემაზე, თუ როგორ ხდება შემოსავლების ზრდა ადამიანის კარიერის განმავლობაში.

 

დასაწყისისთვის მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთი ხელფასის ირგვლივ ტრიალებენ მთელი კარიერის განმავლობაში. ზოგისთვის ეს არის 300-400 ლარი, ზოგიერთისთვის კი უფრო დიდი თანხა, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არ ხდება.

 

რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ვართ ასეთი პრობლემის წინაშე და ჩვენი ხელფასი არ იზრდება?

 

ზოგადად, სიტუაცია ასეთია: როდესაც გაქვს სამსახურში მაღალი, სტაბილური შემოსავალი, რადიკალური ცვლილებები არ ხდება. ამ დროს საჭიროა სამსახურში გაიტანოთ ინიციატივა და მოხდეს ცვლილებები. მაგალითისთვის არსებობს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ქართული კორპორაციის ფინანსური დირექტორი სთავაზობდა მსგავსი სქემი გაკეთებას, რაზეც სამწუხაროდ დამფუძნებელმა უარი განაცხადა. თუმცა ზოგადად როგორც მიდგომა ეს ძალიან საინტერესო და სწორია, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია თანამშრომლების საკმაოდ მოტივირება. მთავარია გაკეთდეს ისე, რომ ყველა თანამშრომელი გახდეს შემოსავლის გამნაწილებელი. ხოლო თუ ტოპ მენეჯმენტი ამას ვერ ხვდება, დროა შეცვალოთ სამსახური.

 

აგრეთვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ძალიან რთულია მოიძიო ასეთი თანამედროვე მიდგომების მქონე კომპანია, თუმცა მსურს ისიც გითხრათ, რომ მომავალში ბევრი თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი იქნება, რომლებსაც იქნებათ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია, როგორ მუშაობს ბიზნესი ახლა, რომელი მიდგომებია სწორი და რომელი არა და ამ ყველაფერს პრაქტიკაშიც გამოიყენებენ.

 

შესაბამისად, თუ გსურთ შემოსავლების გაზრდა, უნდა გადახვიდეთ კომერციულ მიმართულებაში. აირჩიეთ კომპანია, სადაც თქვენი საქმიანობა მიბმული იქნება ფინანსურ შედეგებზე და თუ თქვენ შეძლებთ, რომ ასეთ პოზიციაზე გადაინაცვლოთ, ცვლილებებსაც მალევე დაინახავთ.

 

ყველაფრის გათვალისწინებით, დაფიქრდით, როგორი მომავალი გსურთ, სტაბილური ხელფასი და არანაირი ცვლილება თუ მუდმივი ზრდა. როდესაც ამ კითხვაზე პასუხი გექნებათ, დაიწყეთ მოქმედება, რის საფუძველზეც შეცვლით თქვენს შემოსავლებსაც და ცხოვრებასაც უკეთესობისკენ.

| გააზიარე
მოგწონთ?