როგორ მივიღოთ უფრო მეტი შემოსავლები 2017 წელს?


მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა, რომელიც ჩემი ბლოგის საშუალებით მეძლევა და წინასწარ მოგილოცოთ ახალი 2017 წელი. გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს თქვენი მიზნების მიღწევის, ჩაფიქრებული ოცნებებისა და რაც მთავარია, შემოსავლების ზრდის წელი.

სწორედ ამ საკითხზე  მსურს საუბარი დღევანდელ სტატიაში. მინდა ხაზი გავუსვა და მოგცეთ გარკვეული რჩევები კარიერასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ თქვენი შემოსავლები.

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რა უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს 10-20%-ით 2017 წელს? იქიდან გამომდინარე, თუ რა პასუხი გექნებათ, გააკეთეთ გარკვეული სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეთ, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არსებულ პოზიციაზე ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და 2017 წელს აუცილებლად შეიცვალოთ პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებულია ხელმძღვანელთან, რომელთანაც შანსი არ გაქვთ ამ მიზნის განხორციელების, უნდა შეიცვალოთ კომპანია. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია უშუალოდ კომპანიის ზრდასთან და განვითარებასთან, ეს უკვე ძალიან კარგია და თქვენ უნდა დაფიქრდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ის გახდეს უფრო მეტად წარმატებული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თვლით, რომ მოცემულ ვითარებაში არ არსებობს თქვენი ხელფასის მომატების შანსი, უნდა წახვიდეთ სხვა სამსახურში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ სხვაგან წასვლა გსურთ, ჯერ თქვენ თვითონ უნდა გახდეთ უფრო მაღალი დონის პროფესიონალები. მე ყოველთვის მაქვს საუბარი ჩემს სტატიებში, ვიდეოებსა თუ აუდიო სემინარებში, რომ სამსახურში ავყავართ მაშინ, როდესაც ვდებთ კარგ შედეგებს. მთავარია შევქმნათ სისტემა, ვიყოთ სისტემატიზირებული თანამშრომლები და არა სპონტანურად ვმართოთ ის საქმე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ვხდებით უფრო ძლიერები და ვდებთ უფრო მაგარ შედეგებს, აუცილებლად იზრდება ჩვენი შემოსავლები. არსებობს ერთი მომენტიც. თუ ჩვენ სამსახურში ვერ ხედავენ ამ ყველაფერს, აუცილებლად დაინახავენ სხვაგან. ამიტომ მთავარია, ვიყოთ ფოკუსირებული შედეგების დადებაზე.

გახსოვდეთ, რომ ადამიანს აქვს ერთი უნარი, რომელიც შეუძლია განავითაროს ძალიან მაღალ დონეზე, ეს არის ფულის შოვნის უნარი. ეს არის ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, სულ რომ გაათავისუფლონ სამსახურიდან, დაკარგოს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ამ უნარის საშუალებით შეძლებს შემოსავლების მიღებას. დიახ, ამ უნარის განვითარებას შეუძლია შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება.

შესაბამისად, იფიქრეთ, თუ რა შედეგების დადება შეგიძლიათ უფრო მეტად სამსახურში, რა უნდა გააკეთოთ, რა უნარები უნდა განავითაროთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი შემოსავლები.

გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ ის ადამიანი, ვინც გამოიყენებს ამ რჩევებს, აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და მიიღებს მეტ შემოსავლებს 2017 წლის განმავლობაში.

| გააზიარე
მოგწონთ?