უბრალოდ გაიღიმეთ


ყოველდღიურად ადამიანებთან ურთიერთობისას თუ  ქალაქში გადაადგილების დროს ვაკვირდები ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ვამჩნევ ერთ ცუდ ტენდენციას. თუმცა როგორ ვუწოდოთ ტენდენცია იმას, რაც მუდმივად გვახასიათებს?! ეს არის მოწყენილი სახე. სახე, რომელიც თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას აქვს. 

რატომ? იმის მიუხედავად კარგი ხდება თუ ცუდი მათ ცხოვრებაში, ისინი მაინც მოწყენილები და შეწუხებულები არიან.  ზოგიერთი ადამიანის აზრით ამისათვის სათანადო პირობები და შესაბამისი ცხოვრებაა საჭირო. ევროპაში თუ მომღიმარნი არიან ეს იმიტომ ხდება,  რომ მათ  ყველაფერი მოწყობილი აქვთ ცხოვრებაში. მაგრამ ისმის კითხვა -  რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს გარშემო არაფერი იცვლება? მე პირობას გაძლევთ,  რომ არასდროს არაფერი შეიცვლება თქვენს გარშემო თუ ცვლილებებს თქვენ თვითონ არ დაიწყებთ.

განწყობის შეცვლა ძალიან მარტივია. რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ყველაფერი უკეთესად გამოგივიდეთ? უბრალოდ გაიღიმეთ! გქონდეთ დადებითი განწყობა და ეს ყველაფერი სახეზე შეგეტყობათ. ადამიანები ამბობენ, რომ კარგი განწყობისთვის მიზეზი სჭირდებათ. მაგრამ  დამიჯერეთ არაფერი შეიცვლება, თუ თქვენ არასდროს გაიღიმებთ, არ  შეეცდებით რომ იყოთ უფრო კარგ განწყობაზე, უფრო ლაღად შეხედოთ საკითხებს, ყველაფერში დაინახოთ პოზიტივი, რაც  კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება. სწორედ ასე იქცევიან ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები. თუ თქვენც ასე არ მოიქცევით ყველაფერი უცვლელი დარჩება,  გარდა თქვენს სახეზე არსებული ნაოჭების რაოდენობისა. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ პრობლემებზე ფიქრს მათი რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება.

ამიტომ უბრალოდ გაიღიმეთ. გაიღიმეთ რადგან ცხოვრება მშვენიერია. ცხოვრება ეს ისაა, რაც ღმერთმა მოგვცა და ვალდებულნი ვართ ის ეფექტურად გამოვიყენოთ. მაგრამ ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობაა, რაც ცხოვრებაში ყველაფერში გვეხმარება.

| გააზიარე
მოგწონთ?