გაინტერესებთ რა განსხვავებაა წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის?


დიდი ხნის განმავლობაში ათასობით წარმატებულ ადამიანს უსვამდნენ ერთი და იგივე შეკითხვას – “რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად?”

ყველა წარმატებული ადამიანის პასუხი მეტ-ნაკლებად ერთნაირი აღმოჩნდა. ისინი ყველაზე ხშირად ფიქრობენ იმაზე, რისი მიღწევაც უნდათ, რა არის მათი მიზნები და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა. გონების ასეთი ფოკუსირების და დიდი სურვილის შედეგად ისინი, როგორც წესი, იმაზე მეტს აღწევენ ვიდრე ჩვეულებრივ სხვა ადამიანები. იმის მიუხედავად, რომ მათ არ აქვთ განსაკუთრებული უპირატესობები.

წარუმატებელი ადამიანები კი, როგორც წესი, საუბრობენ იმაზე თუ რა არ უნდათ. ისინი მუდმივად საუბრობენ თუ ვინ არ უყვართ და ვინ არის დამნაშავე მათ წარუმატებლობაში და ვერაფრით ვერ ხვდებიან რატომ არ უმჯობესდება მათი ცხოვრება. თუმცა ისინი სხვებზე ნაკლებს არ მუშაობენ, მაგრამ საქმეს უდგებიან როგორც უბრალო, ყოველდღიურ მოვალეობას იმისათვის, რომ მიიღონ ხელფასი, მაშინ როდესაცწარმატებული ადამიანები თითოეულ საქმებს უდგებიან როგორც ერთ-ერთ მორიგ ნაბიჯს მათი მიზნების და ოცნებების მიღწევის გზაზე. წარუმატებელ ადამიანებს უბრალოდ აქვთ ჩვევა, ისაუბრონ პრობლემებსა და დამნაშავეებზე და ამითი ისინი აუარესებენ საკუთარ მდგომარეობას. ესეთი ადამიანები ნებისმიერ პრობლემაში ეძებენ ნეგატივს. ყოველ ახალ მიზანს, თუ გამოწვევას უდგებიან კრიტიკულად, იმის მაგივრად რომ მიუდგნენ საკითხს ენთუზიაზმით. წარუმატებელი ადამიანები თითქმის არასდროს აღიარებენ, რომ პრობლემა ან/და წარუმატებლობა მათი ბრალია, ყოველთვის ამაში დამნაშავე სხვები, ან გარშემო ფაქტორები არის, რომლის შეცვლა მარტივად შეუძლებელია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგებად დადგინდა, რომ წარმატების საწინდარი არის ენთუზიაზმი. წარმატებული მენეჯერები არიან ოპტიმისტები, ისინი გამოირჩევიან შინაგანი პოზიტიური განწყობით საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. რაც უფრო მეტად ოპტიმისტი და პოზიტიური ადამიანი იქნებით, მით მეტი ენთუზიაზმი გექნებათ, ხოლო რაც უფრო მეტი ენთუზიაზმი გექნებათ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ სასურველ მიზნებს.

თქვენი გადაწყვეტილება მოექცეთ ცხოვრებას ოპტიმისტურად წარმოადგენს ყველაზე დიდ გარანტიას იმისა, რომ შეძლებთ წარმატების მიღწევას. შეიძლება თავიდან ეს ყველაფერი რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ გარკვეული დროის და მცდელობის შემდეგ ეს აუცილებლად გახდება თქვენი ავტომატური რეაქცია და თქვენ შეძლებთ შეცვალოთ მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი. შედეგად თქვენ დაიწყებთ ყველა მოვლენის აღქმას პოზიტურად, რაც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

| გააზიარე
მოგწონთ?