გაყიდვების მენეჯერების მოტივაცია


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო ზოგადად გაყიდვების აგენტების და მენეჯრების შესახებ. დღესდღეობით საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ პროფესიაზეა. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ბიზნესმენებიც დარწმუნდნენ, რომ წარმატების მისაღწევად და კონკურენტულ გარემოში გასამარჯვებლად ძლიერი „გაყიდვების მანქანის“ არსებობაა აუცილებლი. აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკურად ამერიკაში თვითშექმნილი მილიონერების 5%-ს სწორედ სეილსმენები წარმოადგენენ (ამ ადამიანების შემოსავლების უმეტესი ნაწილი არ არის დაკავშირებული მათ ბიზნესებთან)

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ იმუშაოთ გაყიდვების სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა მენეჯერის თუ აგენტის პოზიციაზე, მაშინ მოინდომეთ ბოლომდე და შეეცადეთ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს. ჩემი რჩევაა, რომ ნებისმიერი და განსაკუთრებით გაყიდვებში მომუშავე ადამიანი უნდა დაიხარჯოს ბოლომდე. ის მუდმივად უნდა ცდილობდეს იდეალთან მიახლოებას. რა არის ამისთვის საჭირო? პასუხი მარტივია,ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში საჭიროა სურვილი, მოტივაცია. გაყიდვების შემთხვევაში, მოტივაცია ორმაგად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ნებისმიერი „სეილსმენის“ შემოსავალი მის გაყიდვებს უკავშირდება, ეს კი მას არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ზოგადად მოტივაციის ამაღლება შესაძლებელია სხვების ზეგავლენით ან/და საკუთარი სურვილით. როგორც წესი, გაყიდვებში ჩართული ადამიანების უმეტესობა არის დამოკიდებული სხვის მიერ მათ მოტივირებაზე (მოქოქვაზე ), სწორედ ამით არიან დაკავებული გაყიდვების მენეჯერები. (ხელმძღვანელები, ჯგუფის უფროსები) ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც ზოგადად სხვა საკითხებში, ასევე მოტივირების საკითხშიც თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებული სხვა ადამიანზე და უნდა შეგეძლოთ საკუთარი მოტივაციის მართვა. წარმატებული სეილსმენებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სხვების მიერ მათი მოტივაციის ამაღლება, რადგან ისინი ამას თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ და სწორედ ამით აღწევენ შეუდარებელ შედეგებს. ყოველდღიურად ებრძოლეთ თქვენს თავს. ხომ იცით საკუთარი თავი ყველაზე რთული სამართავია. შეიქმენით კარგი განწყობა, გადაწყვიტეთ რომ ყველაფერი გამოგივათ და დღე იქნება სავსე წარმატებული გაყიდვებით. თუ თქვენ ყოველდღიურად მოახერხებთ ამგვარი განწყობის შექმნას, მაშინ შედეგებიც საუკეთესო გექნებათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენი ეს მიდგომა გარდაიქმნება ჩვევად, შედეგად კი თქვენ იქნებით მუდმივად მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე სეილსმენი. აღნიშნული თვისება კი ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია.


იხილეთ ასევე: გაყიდვების პროცესი

| გააზიარე
მოგწონთ?