გახადეთ ყველა თანამშრომელი მოგებაზე ორიენტირებული


დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი სიანეტრესო რჩევა - როგორ შეიძლება გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია. 

სამწუხაროა, თუმცა თანამედროვე ბიზნესის უმრავლესობაში თანამშრომლები არ არიან სათანადოდ მოტივირებულნი, ამასთან მათი ყველაზე მაღალი მოთხოვნა და სურვილი საკუთარი ბიზნესი ქონაა. ისინი თვლიან, რომ სამუშაო ადგილი მათი ბიზნესი არ არის, რადგან კომპანიის შედეგები არ უკავშირდება მათ ფინანსურ შემოსავლებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოგებას მიიღებს, ეს მხოლოდ დამფუძნებლებზე აისახება. თანამშრომლების მსგავსი დამოკიდებულება ბევრ კომპანიაში გვხვდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელმძღვანელები და მენეჯერები მოგების მიღების შემთხვევაში მათზე არ იფიქრებენ.

თანამშრომლები კი ყველაზე ხშირად ფიქრობენ საკუთარ შემოსავლებზე. ადამიანთა ფსიქიკა სწორედ ასეა მოწყოფლი და პირველ ადგილზე საკუთარი მიზნები და ინტერესებია. შესაბამისად თუ გინდათ, რომ თქვენი გუნდი ერთი მიზნისკენ იყოს მიმართული, უნდა მისცეთ მათ ეს მიზანი და აქციოთ ის თითოეულის ინტერესად. თუ შემოსავლების გაზრდა არ არის ბევრ კომპანიაში საერთო მიზანი, გამოდის რომ ყველა თანამშრომელს სხვადასხვა მიზანი და ინტერესი აქვს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

ასეთ შემთხვევაში ყველა თანამშრომელი უნდა ჩავრთოთ კომპანიის შედეგებში. რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტი მენეჯერი უნდა მონაწილეობდეს  მიღებული შედეგების გადანაწილებაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კომპანიის  მოგების გაზრდის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი შემოსავლები.

შექმენით ისეთი სისტემა, სადაც ყველა თანამშრომელი იზრუნებს კომპანიის შემოსავლების გაზრდაზე. გაუკეთეთ თითოეულ მათგანს კონკრეტული და ინდივიდუალური გეგმა იმისათვის, რომ გახდნენ შედეგებზე ორიენტირებულნი თავის მიმართულებებში, მაგრამ ასევე მიეცით საერთო მიზანი. აუხსენით, რომ თუ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იქნება კარგი ეს პირდაპირ, წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით, აისახება თანამშრომლების შემოსავლებზეც.

გახსოვდეთ, რომ მოტივირებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ გუნდი,  რომელიც ერთიანად ზრუნავს კომპანიის მოგების გაზრდაზე, ყველა წევრს აქვს ერთი მიზანი და ყოველდღიურად აკეთებენ რაიმეს ამ მიზნის მისაღწევად.

ასეთი გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, რამოდენიმე თვეში დარწმუნდებით, რომ თქვენ ყველა მიზნის მიღწევა შეგიძლიათ, რაც თავისთავად აისახება კომპანიის საქმიანობის მაღალ შედეგებში.

| გააზიარე
მოგწონთ?