რა უნდა გავითვალისწინოთ სამსახურის დაწყებისას?


დღევანდელ სტატიაში მსურს შევაფასო საქართველოს შრომის ბაზარი.

 

სამწუხაროდ, ქართული საშუალო ზომის კომპანიების მენეჯმენტი ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას. ეს პრობლემა მხოლოდ ქართულ კომპანიებშია, რადგან ისინი რადიკალურად განსხვავდებიან საერთაშორისო მენეჯმენტის მქონე კომპანიებისგან.

 

ქართული კომპანიები სრულიად სხვა მიდგომებით იმართება. უფროსებს თანამშრომლებისადმი ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი.

 

ბაზარზე ასეთი მდგომარეობის ფარგლებში, სამსახურის დაწყებისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ხშირად ხდება, რომ სამსახურში აყავხარ სხვა ადამიანს და უშუალოდ შენი უფროსი სხვა ადამიანია. ამ დროს კი შეიძლება ამ ადამიანს საერთოდ არ მოეწონო. ასევე, შეიძლება არსებულ სამსახურში შეიცვალოს უფროსი და მას არ მოეწონო. ორივე შემთხვევაში, შენ ვერ შეძლებ განვითარებას და საჭიროა სამსახურიდან წამოხვიდე.

 

არსებობს მთელი რიგი ურთიერთობები თანამშრომლებსა და უფროსებს შორის, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ, თუ უშუალოდ თქვენს უფროსს არ მოსწონხართ, ვერ შეძლებთ წარმატების მიღწევას.

 

ჩემი  მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ დაგაფიქროთ ამ საკითხზე და მოგცეთ სწორი რჩევა.

პირველ რიგში, ეცადეთ უფროსთან ურთიერთობების დალაგებას, ხოლო თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ამას,  აზრი არ აქვს ასეთ თანამშრომლობას.

 

შესაბამისად, იქნება ეს ახალი სამსახური თუ უკვე არსებული, ყოველთვის მიაქცით ამ საკითხს დიდი ყურადღება და იმოქმედეთ ამის მიხედვით.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?