ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია


ხშირად ლიდერობაზე საუბრისას ადამიანების დიდი ნაწილი აფიქსირებს მოსაზრებას, რომ ლიდერობა არის ის უნარი, რომლითაც ადამიანები იბადებიან და წარმოუდგენელია გახდე ლიდერი თუ ეს შენს 
გენებში არ დევს.

მანამ სანამ გადავწყვეტთ ლიდერებად იბადებიან თუ შემდეგ ხდებიან, ჩამოვყალიბდეთ ზოგადად ტერმინზე ვინ არის ლიდერი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით ლიდერები არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ მიმდევრები. ლიდერები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ათასობით მიმდევარი, არიან ქვეყნის პრეზიდენტები, ან უდიდესი კომპანიების ხელძღვანელები. ლიდერია ის ადამიანიც, რომელსაც ჰყავს ერთი ან რამდენიმე მიმდევარი და არის ნებისმიერი, მათ შორის პატარა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიც.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიყენოთ 80/20-ის წესი, სადაც ადამინების 20% ლიდერები არიან და მართავენ დანარჩენი ადამიანების 80%-ს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ პრინციპის მიხედვით ნაწილდება მთლიანი შემოსავლებიც.

შეიძლება ადამიანს დაბადებიდან ჰქონდეს გარკვეული უნარები, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იქნება ლიდერი ან პირიქით, ადამიანი, რომელსაც ეს დაბადებიდან არ აქვს ეს უნარები ვერასდროს გახდება ლიდერი.

ლიდერობა არის ადამიანების მართვის მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი, აქვე გეტყვით, რომ ეს ის თვისებაა, რომლის სწავლა შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ თუ სხვას შეუძლია იყოს კარგი ლიდერი, ესეიგი თქვენც შეგიძლიათ ეს. სხვა შემთხვევაში თუ არ ირწმუნებთ ამ მოსაზრებას უბრალოდ იმ მიზეზით, რომ თქვენ დაბადებიდან არ გაქვთ რაიმე უნარ-ჩვევა და ასე იფიქრებთ 20, 40, და 60 წლის ასაკშიც, მაშინ თქვენ ნამდვილად არ იქნებით ლიდერი იმიტომ, რომ თუ ცხოვრებაში არ შეეცდებით შეცვალოთ რამე, ასეთ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება ნამდვილად არც არასოდეს შეიცვლება. ყველა ადამიანი არის არჩევანის წინაშე, მას შეუძლია დაიწყოს მოძრაობა სასურველი მიმართულებისკენ, ასეთ შემთხვევაში საშუალოდ მიზნის მიღწევის ალბათობა 50%-ია. მაგრამ თუ ადამიანი არაფერს გააკეთებს დასახული მიზნისათვის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ მართლაც არაფერი შეიცვლება.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ ყველაზე კარგ პერიოდში, სადაც არსებობს მრავალგვარი ინფორმაციის მიღების ძალიან მარტივი წყაროები. ეს არის საუკუნე, სადაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ გექნებათ ნურავის იმედი თქვენი თავის გარდა. ბუნებრივად თუ ვინმე დაგეხმარებათ ცხოვრებაში ეს უნდა იყოს ერთგვარი ბონუსი, სხვა შემთხვევაში კი თქვენი ძალებით უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

ნათქვამია, რომ ვინც ადრე იწყებს მოძრაობას ფინიშზე უფრო ადრე მიდის, ნუღარ დაკარგავთ დროს, დაისახეთ მიზნად გახდეთ საუკეთესო ლიდერი და დაიწყეთ დღესვე ამ მიმართულებით მუშაობა.

| გააზიარე
მოგწონთ?