პრინციპები, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ყველა გუნდის წევრი


როგორც ჩვენს არა ერთ სტატიაში გვაქვს ნათქვამი, კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამედროვე ბიზნეს კომპანიების განვითარებისთვის.

 

პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კორპორატიული კულტურა ყოველთვის არ ყალიბდება კომპანიის მენეჯმენტის შეგნებული გადაწყვეტილებით. ზოგჯერ კორპორატიული კულტურა ავტომატურად ყალიბდება, რომელიც როგორც წესი, კონკრეტულ სიტუაციასაა მორგებული ან ეფუძნება დირექტორისა და ზოგადად მენეჯმენტის მიდგომებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ვიღებთ კორპორატიული კულტურის ისეთ მოდელს, რომელიც არ არის გააზრებული, რომელსაც არ აღიქვამენ და არ იაზრებენ თანამშრომლები. მსგავსი კორპორატიული კულტურა არ იწვევს თანამშრომლების მოტივაციას, სინამდვილეში კი, მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაა.

 

კომპანიაში კარგად უნდა გაიაზრონ, რომ კორპორატიული კულტურა ეს არის კომპანიის მთავარი კონსტიტუცია, სადაც შესული იქნება ყველა ის წესი, რომელიც დაარეგულირებს წამოჭრილ საკითხებს და პასუხს გასცემს ნებისმიერ კითხვას.

 

გახსოვდეთ, რომ თუ კორპორატიულ კულტურას თავად არ ჩამოაყალიბებთ კომპანიაში, ის თავისით ჩამოყალიბდება. აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ არჩევთ გუნდის წევრებს კომპანიისთვის. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უმჯობესია, პოტენციურ გუნდის წევრებს გააცნოთ თქვენი კორპორატიული კულტურა. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუ მომავალ გუნდის წევრებს არ მოვანდომებთ ჩვენს კომპანიაში მუშაობას კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე, შეიძლება მომავალში წარმოიქმნას პრობლემა და აცდეს მისი მოლოდინები და რეალური სიტუაცია, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევს და ორივე მხარე გარკვეული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აიყვანთ ადამიანს, რომელიც კორპორატიულ კულტურას არ ეთანხმება, ეს შეიძლება გახდეს გუნდის დაშლის წინაპირობა, ხოლო ის ადამიანი, ვინც თქვენი გუნდის წევრია და აღარ ეთანხმება კორპორატიული კულტურის პრინციპებს, ეს შეიძლება გახდეს სრულიად საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ასეთ თანამშრომელს დაემშვიდობით.

 

შესაბამისად, შექმენით კორპორატიული კულტურა, რომელსაც დაეთანხმებიან როგორც არსებული, ასევე ახალი გუნდის წევრები და გარემო, სადაც ყველა დაიცავს დანერგილ პრინციპებს.


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?