„გახსენით კაბინეტის კარი“ - ანუ რატომ უნდა გახდეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ხელმძღვანელი


კომპანიის ხელმძღვანელები ხშირად არ არიან ხელმისაწვდომი თანამშრომლებისთვის. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის ლიდერები უბრალოდ ჩაკეტილი არიან ცალკე და მათთან მისვლა შეუძლებელია რიგითი თანამშრომლისთვის. არის მხოლოდ ფორმალური შეხვედრები, რომლებიც ძირითადად დირექტორის ინიციატივით ტარდება მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და თანამშრომლებს ადამიანური საუბრის და პრობლემების გაზიარების საშუალება არ აქვთ.

ზოგადად, კომპანიის ხელმძღვანელი მთავარი ფიგურაა თანამშრომლებისთვის. შესაბამისად, ერთი პატარა რჩევაც ან დადებითი სიტყვაც კი არაფორმალურ ჭრილში, დიდი გარდატეხის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს რიგითი თანამშრომლისთვის. მაგალითად, პირადად მაქვს ამის გამოცდილება, თუ რამდენად კარგად მოქმედებს გუნდის წევრებზე რჩევები, რომლებიც სრულიად არ არის საქმესთან დაკავშირებული და მეგობრული ხასიათი აქვს.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ იქნებით ხელმისაწვდომი თქვენი თანამშრომლებისთვის, აუცილებლად შეძლებთ იყოთ უფრო ახლო, დასაფასებელი და მოიპოვოთ მეტი სიყვარული.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს კომპანიები, სადაც თანამშრომლები თითოეულ დეტალზე დირექტორთან შედიან. ეს მენეჯმენტის სისტემის პრობლემაა და ის ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველა დეტალის დირექტორთან შეთანხმება არ უწევდეთ. შესაბამისად, ხელმძღვანელის ამოცანაა, სისტემა დაალაგოს ისე, რომ ხშირად არ აწუხებდნენ მსგავს დეტალებზე, თუმცა ნებისმიერი პრობლემის ან საჭიროების შემთხვევაში, მასთან მისვლა ყველას შეეძლოს.

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია მოგიყვანოთ  მაგალითი, როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას ხელმძღვანელმა გამოაცხადა ყველას თანდასწრებით, რომ მისი კარი ყოველთვის ღია იქნებოდა და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეეძლოთ, მასთან მისულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ. ეს არის ძალიან მაგარი მიდგომა, რომლის დახმარებითაც თანამშრომლები უფრო გახსნილები და მოტივაციით აღსავსე ხდებიან.

შესაბამისად, დაფიქრდით როგორი ხელმძღვანელი ხართ თქვენ? ის, ვინც ყოველთვის მზად არის თანამშრომლებს დაეხმაროს თუ ის, ვინც მუდმივად გაურბის მათთან ურთიერთობას? თუ თქვენ პირველ კატეგორიას მიუკუთვნებით, გილოცავთ, თქვენ ნამდვილი ლიდერი ხართ, ხოლო თუ არა, მაშინ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მიდგომები და გახდეთ ლიდერი, რომლის იმედი ყველას აქვს გასაჭირის შემთხვევაში.

მაშ ასე, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გახდით მეტად ხელმისაწვდომი თანამშრომლებისთვის და მალევე დაინახავთ, როგორც გაუმჯობესდება მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ, გაიზრდება მათი მოტივაცია და პროდუქტიულობა და სამსახურშიც ყოველთვის ბედნიერები მოვლენ.

| გააზიარე
მოგწონთ?