ის, რაც გვეხმარება ყოველთვის შევინარჩუნოთ მოტივაცია


კორპორატიული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფასეული რამაა ჩვენს კომპანიაში, რომლის გარშემოც ბევრი ადამიანია გაერთიანებული. ეს არის კულტურა, რომელიც ამსხვრევს საქართველოს კომპანიებში არსებულ სტერეოტიპებს და ამტკიცებს, თუ რატომ არის ჩვენი გუნდი განსაკუთრებული.

 

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან ჩვენს გუნდში, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ბევრი სხვა თვალსაზრისით.

 

ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი გუნდის წევრები გაიზარდონ და ამისთვის, სპეციალური პუნქტიც გვაქვს ჩვენს კორპორატიულ კულტურაში ჩადებული.

 

ზოგადად, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არის შემთხვევები, როცა მზად უნდა ვიყოთ მომავლის ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ჩვენს გუნდის წევრებს ვასწავლით, რომ უნდა ჰქონდეთ დასახული მიზანი, ყოველდღიურად უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ მიაღწიონ სასურველს, თუმცა მზად იყვნენ გარკვეული მოულოდნელობებისთვის. მაგალითად, შეიძლება მოელოდე თვის ბოლოს მაღალ ბონუსს, თუმცა საქმეები ბოლომდე კარგად ვერ წავიდეს, ამისთვის კი უნდა გქონდეს გეგმა, თუ რას გააკეთებ ასეთი გარემოების დადგომის შემთხვევაში.

 

ასეთი მიდგომა გეხმარება, რომ ბოლომდე იბრძოლო იმისთვის, რაც დაგეგმე, თუმცა, ამავდროულად, მოვლენების ცუდად განვითარების შემთხვევაში, არ აღმოჩნდე სტრესულ ვითარებაში და არ შეგიმცირდეს მოტივაცია.

 

სწორედ ასეთი სიტუაციაა ჩვენს გუნდშიც, ჩვენთან ყველა პოზიტიურად არის განწყობილი მომავლის მიმართ, თუმცა იციან, რომ ყველაფერი ისე შეიძლება არ წავიდეს, როგორც დაგეგმეს, ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლას და ეს არ გახდება მიზეზი, ხელი ჩაიქნიონ მომავალზე.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?