იღბალი არ არსებობს, მაგრამ . . .


ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ერთნი ფიქრობენ, რომ იღბალი არსებობს და მათ ვისაც რაღაც გამოსდით ცხოვრებაში ეს იმიტომ, რომ უბრალოდ უმართლებთ. არის ასევე ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომლებიც ფიქრობენ, რომ იღბალი არ არსებობს და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად აქვს მისაღები გადაწყვეტლება თუ რა გააკეთონ მათი მომავალი ცხოვრების შესაქმნელად. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველი კატეგორია არის ისეთი ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც მთელი ცხოვრება ელოდებიან მეგობარს, ბიძაშვილს, მთავრობას, ნათესავს, ნებისმიერ სხვა პიროვნებას, რომელმაც მათი აზრით რაღაც უნდა შეცვალოს მათ ცხოვრებაში. ისინი არ დგამენ შესაბამის ნაბიჯებს და დარწმუნებულნი არიან ერთ დღესაც გამოჩნდება ვიღაც, ვინც მაღალი შემოსავლების მიღებას შესთავაზებს მათ. ისინი თამაშობენ ლატარიას, რადგან იციან აუცილებლად გაუმართლებთ. სჯერათ, რომ თუ რაიმე ძალიან უნდათ რომ მოხდეს ცხოვრებაში, ისევდაისევ გამართლებით თუ მოხდება. თუ სურთ ფული, იპოვნიან თუნდაც ქუჩაში სიარულისას, სჯერათ, რომ მარცხენა ხელის გულის ქავილი ფულის მიღების მანიშნებელია.

ასევე არის ადამიანთა სხვა კატეგორია რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მოხვდნენ საჭირო დროს საჭირო ადგილას, რომ გაუმართლოთ და მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდებიან. ბევრი მათგანი, ალბათ არც დაფიქრებულა თუ რამდენჯერ მოხვდნენ ამ ადგილას, იქნებ გამოიყენეს ან ვერც კი შეამჩნიეს, რომ სწორედ საჭირო ადგილას იყვნენ.

რეალურად ადამიანთა მეორე კატეგორია სხვა მიდგომებს იყენებს. ისინი ფიქრობენ, რომ „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ისინი საკუთარ თავზე იღებენ პასუხისგებლობებს, ფიქრობენ, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კანონი და იმისათის, რომ მოხვდეთ საჭირო დროს საჭირო ადგილას მანამდე უნდა გაიაროთ შესაბამისი ცხოვრებისეული ეტაპები. ამ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, ჰგონიათ, რომ იღბალი არსებობს, თუმცა არ სხედან და არ ელოდებიან როდის მივა ის მათთან. ისინი აკეთებენ ყველაფერს ამისათვის. რაც უფრო მეტს იშრომებთ იმისათვის, რომ გაგიმართლოთ იმ იმართულებით, რაც თქვენ გინდათ, აუცილებლად მიაღწევთ შესაბამის შედეგებს.

თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ინდივიდუალურები და თავისუფალნი ვართ საკუთარ არჩევანში. დაფიქრდით, რომელი მიმართულებით გინდათ რომ იცხოვროთ. თუ თქვენ ელოდებით იღბალს შეგიძლიათ ისევ ასე გააგრძელოთ ცხოვრება, თუმცა თუ  გსურთ, რომ რეალურად იღბალი მართლაც მოვიდეს  ნუ დაივიწყებთ მიზეზ-შედეგობრივ კანონს - რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. შესაბამისად მთავარია დაგეგმოთ რა გსურთ და დაიწყოთ მოქმედება, რადგან წარმატების საიდუმლო სწორედ მოქმედებაშია დამალული.

| გააზიარე
მოგწონთ?