ოპერაციების მენეჯმენტის რჩევები (ნაწილი #1)


ოპერაციების მენეჯმენტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისათვის ეს ცხადია. დღევანდელ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ იმ რჩევების შესახებ, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ოპერაციების მენეჯერებმა. ზოგადად ცნობილია, რომ ოპერაციების მენეჯმენტი უფრო მაღალ დონეზე არის განვითარებული წარმოებაში, ვიდრე მომსახურების სფეროში. აქედან გამომდინარე მომსახურეობის სფეროს სპეციალისტები ხშირად აკეთებენ წარმოების Benchmarking-ს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გამახვილებული იქნება ყურადღება უფრო მეტად წარმოების ოპერაციებზე.

პირველ ეტაპზე, როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიებში, უნდა მოხდეს არსებული პროცესების აუდიტი. ამისათვის საჭიროა პროცესების აგება და თითოეული ეტაპის დეტალური ანალიზი. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ოპერაციების მენეჯერმა უნდა დაიწყოს მუშაობა ახალი უმაღლესი დონის პროცესების შექმნაზე.

ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ოპერაციების მენეჯერმა:

  • სტანდარტები სასურველია იყოს ვიზუალურად კარგად აღქმადი, სადაც ტექსტის გარდა პროცესები იქნება აღწერილი ნახატების, ანდა სხვადასხვა ნიშნების საშუალებით. ასეთი ტიპის პროცედურები ყოველთვის უფრო კარგად აღიქმება თანამშრომლების მიერ. ამასთან ასეთი პროცესების ანალიზისთვის საჭიროა უფრო ნაკლები დრო ადამიანის მხრიდან. (იმიტომ, რომ გონების გარდა ინფორმაციის აღქმა ხდება ვიზუალურადაც). აგრეთვე კარგია, როდესაც პროცედურების აღწერისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის გრაფიკები, ნახაზები. ესეც ბუნებრივად უადვილებს თანამშრომლებს ინფორმაციის აღქმას.

 

  • წარმოების პროცესის გამარტივებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ცვალებადი მანიშნებლები, მაგალითად სხვადასხვა ფერის ნათურები, რომლებიც ამოცნობის პროცესში ჩართულ თანამშრომლებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას. აგრეთვე შესაძლებელია იგივე მიზნებისთვის სხვადასხვა ხმოვანი სიგნალების გამოყენებაც.

 

  • წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს დანადგარების ეტაპობრივი პროფილაქტიკური კონტროლი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამისათვის ოპერაციების მენეჯერმა წინასწარ უნდა მოამზადოს გეგმა თუ რა პერიოდულობით, რა ნაწილები და როგორ უნდა იქნას შემოწმებული. სტანდარტი აგრეთვე უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ნაწილების არამხოლოდ კონტროლს, არამედ პროფილაქტიკურ შეკეთებასაც. სისტემაში ჩართული უნდა იყვნენ როგორც საშუალო, ისე დაბალი რგოლის მენეჯერები იმიტომ, რომ ეს სისტემა უმნიშვნელოვანესია ოპერაციების შეუფერხებლად წარმოებისათვის.


 

| გააზიარე
მოგწონთ?