თქვენ იყავით წარმატებული


საშუალო ადამიანები ხშირად ოცნებობენ წარმატებაზე, აღიარებაზე, ძალიან უნდათ ბევრი ფული. არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ მიზნების მისაღწევად, თუმცა არიან ისინიც, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობენ და ლაპარაკობენ ამ მიზნებზე და არაფერს აკეთებენ მათ მისაღწევად. ესეთი ადამიანები როგორც წესი ელოდებიან, რომ წარმატება თავისით მოვა. ისინი ელოდებიან ვიღაც მესამე ადამიანს, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას.

მართალია, მიზნის მიღწევა მოქმედების გარეშე წარმოდუგენელია, მაგრამ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაინც აღწევენ წარმატებას და როგორც კი ეს მოხდება იწყებენ აღიარებას. ეს აღიარება „თავში ავარდნაა“,  მათ უნდათ, რომ ყველა აღიარებდეთ  წარმატებულ პიროვნებებად. მათ სურთ, რომ სხვა ადამიანებისგან მიიღონ პატივისცემა. სურთ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება და ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს სწორედ თავში ავარდნის გამო ძალიან ცუდად იყენებენ. პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ  ასეთი მენეჯერები ხშირად უშვებენ ერთი და იგივე შეცდომას - ისინი უბრალოდ ივიწყებენ ადამიანობას.

საინტერესოა რეალურად წარმატებული ადამიანები რას აკეთებენ ამ შემთხვევაში. ისინი არასდროს აღიარებენ, რომ არიან წარმატებულები. მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება თავმდაბლობაა. ისინი ამბობენ მხოლოდ, რომ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, მართალია ბევრი იშრომეს, თუმცა მიღწეული წარმატება უკვე წარსულია. აღიარებენ, რომ იყვნენ წარმატებულები. იცით როგორ ხდება წარმატებულ ადამიანების მიერ წარმატების აღიარება? ეს არის 2 დღე, როდესაც ისინი აღნიშნავენ დასახული მიზნის მიღწევას. 2 დღის შემდეგ წერენ ახალ მიზანს და ისინი უკვე აღარ არიან წარმატებულნი. წარმატებული ადამიანები არიან მხოლოდ  2 დღის განმავლობაში წარმატებულები, სხვა დროს კი აანალიზებენ წარსულ გამარჯვებებს და ებრძვიან გამოწვევებს. ამ შემთხვევაში თვითრწმენა და მონდომება ძალიან მაღალია, რის გამოც ისინი აღწევენ დასახულ მიზნებს და უზიარებენ სხვებს საკუთარ გამოცდილებას.

დაფიქრდით, ვინ გინდათ იყოთ? იყოთ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს სხვები აღიარებდნენ რომ წარმატებულია, თუ იყოთ რეალურად წარმატებული,  თავმდაბალი და ახალ გამოწვევებზე ორიენტირებული პიროვნება. გაიხსენეთ თქვენი განვლილი ცხოვრება, რამდენი რამისთვის მიგიღწევიათ, რამდენი რამ შეასრულეთ ზუსტად ისე, როგორც გინდოდათ, რამდენი სიძნელე გადალახეთ. ეს კი ნიშნვას, რომ თქვენ წარმატებული ადამიანი იყავით ე.ი თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ წარმატებას ცხოვრებაში, რომელსაც მიზნად დაისახავთ.

| გააზიარე
მოგწონთ?