3 მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა გაიზიაროთ ჩვენს გუნდში მოსახვედრად


კორპორატიული კულტურა და გუნდში არსებული სიტუაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს მსურს გაგიზიაროთ პრინციპები, რომლებიც დანერგილია ,,დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფში.”

 

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს პრინციპები რადიკალურად განსხვავებულია საზოგადოდ მიღებული პრინციპებისგან და მსურს გაგაცნოთ, რა შედეგებს გვაძლევენ ისინი.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი თანამშრომლების შერჩევას ეხება. ჩვენ არ გვაქვს რთული მოთხოვნები, არ ვდებთ ვაკანსიებს, სადაც ვითხოვთ სხვადასხვა თვისებას, არ გვაქვს მოთხოვნები გარკვეულ სტაჟთან მიმართებაში, რადგან ჩვენ განსხვავებული პრიორიტეტები გვაქვს.

 

პირველ რიგში, ჩვენს მომავალ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომლის დახმარებითაც ის ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს კარიერული განვითარების თვალსაზრისით. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თავადვე შეიქმნან საუკეთესო განწყობა დილიდანვე, რომ დადებენ მაღალ შედეგებს. ასეთი ადამიანებისთვის კი ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, რადგან მთავარი მოტივაციაა, ჩვენ კი თავად ვასწავლით მათ ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დახმარებით.

 

მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია ჩვენი კორპორატიული კულტურის აღიარება, რადგან თუ ადამიანი ჩვენს გუნდში მოხვდა, ეს ნიშნავს რომ ის ეთანხმება ამ პრინციპებს, სხვა შემთხვევაში კი ჩვენს თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

 

შემდეგი პუნქტი შედეგებზე ორიენტირებულობაა. ყველა გუნდის წევრს გათავისებული აქვს ის, რომ მთავარი შედეგებია და ისინი ყველაფერს აკეთებენ დასახული მიზნების მისაღწევად.

 

თვითმოტივაცია, კორპორატიული კულტურის აღიარება და შედეგებზე ორიენტაცია - ეს არის ის სამი მთავარი პუნქტი, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია თანამშრომელი გაიზარდოს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. მთავარია, რომ საწყის ეტაპზე აღიარებდეს ამ მთავარ პრინციპებს.

 

ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს ვაკანსიის დროს და ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენს ვაკანსიებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მიჰყვებიან ამ პრინციპებს, არიან ჩვენი გუნდის წევრები და აქვთ მაღალი შემოსავლები!

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?