ხშირად დაუსვით ეს 3 შეკითხვა თქვენს თანამშრომლებს


თანამშრომლებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპების თანახმად. სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი არ ესაუბრება თანამშრომლებს, არ აინტერესებს მათი აზრი და თვლის, რომ თავად შეუძლია ყველაფრის გადაწყვეტა.

არიან ხელმძღვანელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი დაქვემდებარებულების განათლებისა და განვითარების დონე არ აღემატება გარკვეულ ეტაპს იმის გამო, რომ არ აქვთ შესაბამისი რაოდენობის ფული ან იმიტომ, რომ შედარებით დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე არიან თანახმა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და არაადამიანური მოპყრობაა მაშინ, როდესაც თანამედროვე ლიდერები სხვაგვარად უნდა იქცეოდნენ.

რა არის ის, რასაც ყველა ლიდერი უნდა მიეჩვიოს? ეს უნდა იყოს თანამშრომლებთან ურთიერთობა. აქ იგულისხმება შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით, ან თუნდაც სპონტანური საუბრები. ჩნდება შეკითხვა, რაზე უნდა ესაუბრონ კარგი ლიდერები თანამშრომლებს? არსებობს სამი ძირითადი შეკითხვა, რომელიც ყოველთვის უნდა დაუსვან როგორც ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს, ასევე გუნდის წევრებმაც ერთმანეთს და ყველა ამ იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს.

პირველი ეს არის შეკითხვა, რომელიც გულისხმობს, თუ რა მოსწონთ და რა უნდა გაგრძელდეს კომპანიაში? მეორე ეს არის თუ რისი კეთება უნდა შეწყვიტოთ? ამ დროს თანამშრომელთა აზრი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყოველთვის მეტ ინფორმაციას ფლობენ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება მესამე შეკითხვას, ეს არის თუ რისი წამოწყება შეიძლება კომპანიაში?

მსგავსი მეთოდებით, ხელმძღვანელები ასე ვთქვათ ,,ორ კურდღელს იჭერენ“. ისინი თანამშრომლებსაც ამოტივირებენ, რადგან მათ ყოველთვის უხარიათ, როცა აზრს ეკითხებიან კომპანიის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა თემაზე და ამავდროულად, იღებენ ბევრ იდეას, რომლებიც პრაქტიკაში ძალიან ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

შესაბამისად, დანერგეთ მოცემული წესი თქვენს კომპანიაში, დაფიქრდით, კიდევ რა კითხვები შეიძლება დაუსვათ თქვენს თანამშრომლებს, რომლებზე პასუხებიც შეიძლება გამოგადგეთ სამომავლოდ?

არ თქვათ უარი თქვენი თანამშრომლების რჩევებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენზე დაბალი რანგის არიან. პირიქით, გახადეთ მათთან ხშირი ურთიერთობა პრიორიტეტული, ეძებეთ უფრო მეტი იდეები, რათა შეგეძლოთ მათგან საუკეთესოების ამორჩევა. გახსოვდეთ, რომ მსგავსი მიდგომით თქვენ გაზრდით როგორც თანამშრომელთა მოტივაციას, ასევე კომპანიის განვითარების პერსპექტივებს, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?