ქართველი ფიტნეს-ტრენერის შესახებ


ზოგადად იცით, რომ ხშირად მაქვს სტატიები სხვადასხვა ქართველ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით თავიანთ სფეროში და სურვილი მიჩნდება ხოლმე, რომ მათ შესახებ ჩემს მკითხველს გავუზიარო ინფორმაცია. დღესაც მსურს მოგიყვეთ ერთ წარმატებულ ადამიანზე, ქართველ ფიტნეს-ტრენერზე, ოთო გვარაძეზე.

პირადად ძალიან დიდი ხანია დაკავებული ვარ აქტიური ცხოვრების წესით და ხშირად ვვარჯიშობ, შესაბამისად ვიცნობ ბევრ ტრენერს და ბევრ მათგანთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მსურს გამოვყო ოთარი იმის გათვალისწინებით, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება ყოველთვის განსხვავებულია და მსურს ხაზი გავუსვა მის საქმისადმი დამოკიდებულებას.

ზოგადად, მქონია შეხება სხვადასხვა ტრენერებთან და მიმიღია გარკვეული რჩევებიც მათგან, თუმცა ბევრ ტრენერს ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება და ცოტა დაბნეული ვიყავი, როცა მათი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი ადამიანის რჩევები გამეთვალისწინებინა და დღემდე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ოთოს შემთხვევაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ის ყველაფერი, რასაც შენ გასწავლის. იმის გათვალისწინებით, რომ მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს, სწავლის მიდგომასთან დაკავშირებით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როდესაც წლები ხარ მოცემულ სფეროში და თეორიის გარდა, პრაქტიკული გამოცდილება გაქვს, ეს ძალიან დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს გძენს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ოთო ადგენს ინდივიდუალურ პროგრამას და ეს პროცესი არ არის მარტივი, ის ძალიან დეტალურია. ოთო აკვირდება შენს ფიზიკურ მდგომარეობას, გეკითხება ყველა წვრილმანს, აანალიზებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც მიღებული პროგრამა ინდივიდუალურ პიროვნებაზეა მორგებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ის გაკვირდება, დაინტერესებულია შენი პროგრესით, შენს აზრს ისმენს და გეკითხება, გქონდა თუ არა გარკვეული მცდელობები ვარჯიშებთან დაკავშირებით, რა შედეგები მიიღე, მოგეწონა თუ არა. გაძლევს რჩევებს სწორ კვებასთან დაკავშირებით, მუდმივად გეხმარება სწორი რჩვებით და ზრუნავს შენი სხეულის განვითარებაზე.

ასე რომ, ყველას გირჩევთ, ისეთივე პროფესიონალიზმით მოეკიდოთ საკუთარ საქმეს, როგორც ოთო აკეთებს ამას. იზრუნეთ თქვენს კლიენტებზე, მიუდექით მათ ინდივიდუალურად, დაუთმეთ დრო, მოიკითხეთ და ყოველთვის დააკვირდით მათ პროგრესს.

იყავით თქვენს კლიენტებზე ორიენტირებული, რათა ყოველთვის კმაყოფილი დარჩნენ ისინი თქვენთან ურთიერთობით და სხვებსაც გაუზიარონ მათ თავიანთი დადებითი გამოცდილების შესახებ ისევე, როგორც მე ვაკეთებ ამ ყველაფერს ოთოსთან მიმართებაში.

| გააზიარე
მოგწონთ?