როგორ ვმართოთ სტრესი


საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრბით კი ბოლო პერიოდის გამავლობაში.  დღევანდელი სტატიის თემაა - როგორ ვებრძოლოთ სტრესს.

სანამ გადავალთ უშუალოდ რჩევებზე და განვიხილავთ თუ რა უნდა გავაკეთოთ სტრესის დასამარცხებლად, დავფიქრდეთ თუ რა არის სტრესი.

სტრესის დროს ადამიანი ვარდება განსაკუთრებით ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ეს ხდება სწორედ მაშინ, როცა მის გარშემო მისთვის არასასურველი მოვლენები მიმდინარეობს. ის უკმაყოფილოა სამსახურით, ოჯახში არსებული მდგომარეობით,  მეგობრების დამოკიდებულებით თუ სხვა მრავალი ფაქტორით. ადამიანთა უმრავლესობას ერთი და ორი პრობლემის გამკლავება მეტნაკლებად შეუძლიათ. მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე სტრესს ეხება და ბევრ პრობლემა ერთდროულად აწყდებათ თავს, საკუთარი თავის მართვა რთულდება.

ჩემი დაკვირვებით ყველაზე ცუდი სიტუაციაა მაშინ, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ სტრესშია და დეპრესია აქვს. ამ დროს ის თითქოს ნებდება და თავის გასამართლებელ საბუთად აქცევს ამ მდგომარეობას.

დავფიქრდეთ რა უნდა გავაკთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ სტრესი? ამისათვის რამოდენიმე ნაბიჯია გასავლელი. პირველი - არასოდეს აღიაროთ, რომ ეს სტრესია. პრობლემები ყველას გვქონია, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. მთავარია როგორ ვებრძვით ამ პრობლემებს. ერთი საკითხია უბრალოდ დავნებდეთ და მეორე უბრალოდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს აღარ განმეორდება ჩვენს ცხოვრებაში და ამ პრობლემას აუცილებლად დავამარცხებთ. ზოგიერთი თქვენგანი იტყვის, რომ ამის თქმა ძალიან მარტივია, თუმცა რთულია პრაქტიკაში განხორციელება. გეთანხმებით, ეს ნამდვილად ასეა. 

პირველ რიგში გასაკეთებელია შესაბამისი სამოქმედო გეგმა - უნდა მოიფიქროთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ პრობლემას. ჩემი რჩევაა მოახდინოთ ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია. აიღეთ ფურცელი და დახატეთ თქვენი პრობლემები. ნახეთ რისგან შედგება ის  და იფიქრეთ როგორ მოაგვაროთ ეს ყველაფერი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა რაიმე უნდა მოხდეს ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რაც სრულიად არასწორია. რადგან სხვა რაიმე არ მოხდება. თქვენ უნდა შექმნათ ისეთი სამოქმედო გეგმა, რომელიც მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ გინდათ ერთი კონკრეტული ადამიანის დამოკდებულების შეცვლა და ეს არის თქვენი პრობლემა, ნუ იფიქრებთ იმაზე თუ  როდის შეიცვლება ეს ადამიანი თვითონ. იფიქრეთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება თქვენდამი.

გახსოვდეთ, რომ ეს პირველი პრობლემა არ არის თქვენს ცხოვრებაში და მრავალი მსგავსი პრობლემა გადაგიჭრიათ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულესა და პრობლემას ამ მეთოდით  და სწორი დაგეგმვით, საღ გონებაზე და არა აღელვებულ  მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილებებითა და პოზიტიური აზროვნებით გადაჭრით და თავს დააღწევთ სტრესულ მდგომარეობას.

| გააზიარე
მოგწონთ?