რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?!


ამ კითხვაზე ადამიანები ხშირად კამათობენ. ზოგი ამბობს, რომ იღბალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ფულია. ტრენინგებზე ბევრჯერ დამისვამს ეს შეკითხვა, როგორც წესი მრავალფეროვან პასუხებს ვიღებ ხოლმე. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მსმენელები  არ არიან მართლები, უბრალოდ ჩემი მოსაზრებით ამას ყველაფერს ერთი სახელი ჰქვია.
 

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება. თავისუფლებაა აკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა, ვისთანაც გინდა, დატკბე ცხოვრებით, შეგეძლოს მარტივად გადაწყვეტილების მიღება და მიიღო უფრო მეტი, მიიღო ის, რაც შენ გინდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ესეთი ცხოვრება იდეალურია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ მიაღწიო ამ იდეალს, თუმცა ყველა ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს იმისაკენ, რომ იყოს თავისუფალი.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო ცხოვრებისეულ თავისუფლებას, იგივე ბედნიერებას? ამისათვის სამი რამ გჭირდებათ: ჯანმრთელობა, ფული და პირადი (ოჯახური) ურთიერთობები.

ჯანმრთელობა, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული წარმატების მიღწევისათვის. თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ეს ხელს შეუშლის მას ცხოვრებისეული წარმატების მიღწევაში. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდანვე იზრუნოთ ჯანმრთელობის საუკეთესოდ შენარჩუნებისათვის.

რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ფული დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელია თავისუფლების და უბრალოდ ბედნიერების მისაღწევად. სწორედ ამიტომ, არ უნდა დაზოგოთ თქვენი თავი, იმუშავეთ მეტი, დაწინაურდით, იმუშავეთ რამდენიმე სამსახურში იმისათვის, რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები, ისინი ხომ თქვენი მომავალი ბედნიერების პირდაპირ პროპორციულია.

და რა თქმა უნდა, პირადი ადამიანური ურთიერთობები, არავის არ სჭირდება მხოლოდ ფული და ჯანმრთელობა თუ მას აქვს პრობლემები ოჯახში, მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობაში. ადამიანი ისე არის მოწყობილი, რომ  მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვებთან ურთიერთობას, ვის რაში სჭირდება ფული თუ ადამიანებს მასთან ურთიერთობა მხოლოდ ამის გამო ექნებათ? ალბათ არავის. ამიტომ დაიცავით ოჯახური ურთიერთობები, დაიცავით ურთიერთობები მეგობრებთან. ხომ იცით, რაც მეტი მეგობარი გეყოლებათ, მით უფრო მდიდარი ადამიანი იქნებით.

ამ თემაზე კიდევ ბევრი მსჯელობაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს უნდა ცხოვრებისეული თავისუფლება. აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, თან ძალიან მარტივად. ამისათვის საჭიროა მხოლოდ მონდომება გახდეთ თავისუფალი. ადამიანის შინაგანი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მას ყველაფერი შეუძლია თუ ამას ძალიან მოინდომებს. ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაისახეთ მიზნად, რომ მიაღწიოთ წარმატებას ჩამოთვლილ სამივე ფაქტორში და იმუშავეთ ყოველდღიურად თქვენი მიზნების შესასრულებლად.

| გააზიარე
მოგწონთ?