ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია კომპანიებისთვის


ინვესტირების გაკეთება ნებისმიერ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროში შეუძლია.

ეს სტატია განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ თავისუფალი საინვესტიციო რესურსები კომპანიებში კიდევ უფრო მეტი დარჩება და აქ საუბარი ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი.

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ მოგებას დაწერს, ექნება გარკვეული დაზოგილი თანხა და რეინვესტირებაზე დაიწყებს ფიქრს. ჩნდება შეკითხვა, სად შეიძლება მოხდეს ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ამ თანხების ბიზნესში დაბრუნებაზე. რა მიმართულებით უნდა გააკეთოს კომპანიამ აქცენტი?

რეინვესტირება თანამედროვე ბიზნესში შეიძლება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი - პროდუქტებში და მათ განვითარებაში, მეორე - კაპიტალურ დაბანდებებში, ანუ დაბანდებებში, რომელიც მოიცავს აქტივების, შენობების, დანადგარების შეძენას და მესამე - ინვესტირება ადამიანები.

თანამედროვე ბიზნესში, ადამიანური რესურსი ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია, როგორც ფულადი, დროითი და სხვა რესურსები.  ამ ყველაფრიდან იქმნება ის საბოლოო პროდუქტი თუ მომსახურება, რასაც იღებენ ჩვენი პოტენციური ან არსებული მომხმარებლები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მიმართულებით გადაანაწილებენ ბიზნესმენები არსებულ თანხებს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ყველაზე ხშირად თანხას პირველ ორ კატეგორიაში აბანდებენ. საუბარია პროდუქტების განვითარებასა და კაპიტალდაბანდების გაკეთებაზე. რატომ ხდება ასე? საქმე იმაშია, რომ აქ შედეგი უფრო პირდაპირია და გადაწყვეტილებასაც ამ მიმართულებით ინვესტირების სასარგებლოდ იღებენ ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ კარგად გაანალიზებული, რომ არა მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციებს შეუძლიათ საკმაოდ კარგი შედეგების მოტანა კომპანიისთვის.

როგორ იქცევიან წარმატებული ხელმძღვანელები და ბიზნეს ლიდერები? ისინი არ აკეთებენ თანხების ინვესტირებას მხოლოდ გარკვეული მიმართულებებით, ისინი ახდენენ მათ დაბალანსებას და ამ დაბალანსებით იწყებენ ზრუნვას თავიანთი თანამშრომლების განვითარებაზე.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული კომპანიები ქმნიან სისტემებს და შესაბამისად უზრუნველყოფენ რომ მათი გუნდის წევრები ამ სისტემებთან  შესაბამისობაში იყვნენ.  აღსანიშნავია, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის და ამისთვის საჭიროა სხვა პროფესიონალების დახმარება.

თუმცა, მთავარია, თავდაპირველად შექმნათ სისტემა, გააკეთოთ გარკვეული ინვესტირება თანამშრომელთა განვითარებაში და მალევე, თქვენ საუკეთესო ფორმაში მყოფი და კარგი პრინციპებით მომუშავე გუნდი გეყოლებათ, რაც საბოლოო ჯამში, მოგცემთ ძალიან კარგ შედეგებს და გაზრდის თქვენი კომპანიის მოგებას.

| გააზიარე
მოგწონთ?