რა შეცდომებს უშვებენ მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისას კომპანიები?


ყველამ იცის, რომ რეკლამა თანამედროვე ბიზნესში არის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი იმისათვის, რომ გაზარდო გაყიდვები და ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი. მაგრამ მთავარია ის, რომ კომპანიები არ იყენებენ ეფექტურად რეკლამის ძალას და სწორედ ამიტომ, მსურს მოგიყვეთ ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი კომპანიის შესახებ, რომელთანაც შევცვალეთ გარკვეული მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში და ამ გამოცდილების გაზიარების შემდეგ თქვენც მიხვდებით, რა შედეგი ჰქონდა ამ ყველაფერს.

როდესაც ჩვენ მივედით ერთ-ერთ კომპანიაში, მენეჯმენტისთვის რეკლამის გაკეთების მთავარ მიზანს გაყიდვების გაზრდა წარმოადგენდა და გვაჩვენეს იდეა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ ისინი. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში მთლიანი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაგეგმილი იყო ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის მიერ, იყო საიმიჯო მიმართულების მაშინ, როდესაც კლიენტების სურვილს გაყიდვების გაზრდა წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ ჩვენ მაშინვე დავბლოკეთ ეს იდეა და კონსულტაცია გავუწიეთ სხვა სარეკლამო აქტივობასთან დაკავშირებით.

სწორედაც, რომ რეკლამის მიზანი უმეტეს შემთხვევაში გაყიდვების ზრდაა და საიმიჯო რეკლამის გაშვება 10-15%-ის ფარგლებში, კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა დასაშვები.

მთავარია ის, რომ რეკლამის გაკეთების შემდეგ ის იმდენად კარგად უნდა გადმოსცემდეს მესიჯს, რომელიც შეიძლება იყოს ლამაზად შეფუთული ან საკმაოდ პირდაპირი, რომ გაუჩინოს მყიდველს მოქმედების სურვილი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ გაუჩინო მყიდველს სურვილი, გასინჯოს პროდუქტი, დარეკოს მოცემულ ნომერზე, გადავიდეს მითითებულ ვებ-გვერდზე და ა.შ. მთავარია ის, რომ თუ ჩვენ შევძლებთ კლიენტის მოქმედებაში ჩართვას, ეს ძალიან კარგი შედეგების მომტანი იქნება კომპანიისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით გაყიდვების ზრდა სწორედ მოქმედების გამოწვევას მოჰყვება, ეს გვაჩვენებს თუ რამდენად კარგად არის დასაგეგმი თითოეულ შემთხვევაში მარკეტინგული სტრატეგია და ჩვენ ასეც მოვიქეცით მოცემულ კომპანიასთან მიმართებაში, რამაც საკმაოდ კარგი შედეგები გამოიღო და დავრწმუნდით ამ მიდგომის ეფექტიანობაში.

შესაბამისად, თქვენც გირჩევთ, რომ სანამ დაიწყებდეთ მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვას, კარგად გააანალიზეთ რა არის თქვენი მიზანი, თუ ეს არის გაყიდვების ზრდა, ჩადეთ ისეთი მესიჯები, რომ მომხმარებლებს უბიძგოთ მოქმედებისკენ.

კარგად გაითავისეთ მოცემული რჩევები და არ დაუშვათ შეცდომა, რომლის მიხედვითაც გაყიდვების გაზრდის სურვილის ფონზე, მხოლოდ საიმიჯო რეკლამებით შემოიფარგლებით, რადგან გაზრდილი მაჩვენებლების მისაღებად საჭიროა სხვა მარკეტინგული მიდგომები, რაც საბოლოო ჯამში, თქვენთვის სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

| გააზიარე
მოგწონთ?