3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ გუნდის წევრების შერჩევისას


მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს ბევრი ისეთი ფაქტი, როდესაც მარტო, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოიპოვა დიდი გამარჯვება. მართალია ისტორია გამარჯვებებს მხოლოდ ერთ ადამიანს მიაწერს ხოლმე, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს გამარჯვებები მხოლოდ იმ ერთი ადამიანის დამსახურება არაა. მაგალითად, გავიხსენოთ სტივ ჯობსი, რომელმაც რევოლუციური პროდუქტები შექმნა, თუმცა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი კომპანიის წარმატება იმ გუნდის დამსახურება  იყო, რომელიც ჰყავდა და თვლიდა, რომ დიდი საქმეები ცალკეული ადამიანების მიერ არ კეთდება.

 

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი გუნდის წევრები გყავს. სწორედ ამიტომ, დღეს მე მსურს მოგცეთ რამდენიმე საინტერესო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გუნდის წევრების შერჩევაში.

 

არსებობს 3 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გუნდის წევრების შერჩევისას:

 

1.პირველ რიგში, გუნდის წევრი უნდა იყოს ,,მშიერი”. აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანს, რომელსაც თქვენ არჩევთ, უნდა სურდეს წარმატების მიღწევა, კარიერული წინსვლა და ამისთვის საჭიროა მზადყოფნა. ის უნდა იყოს მოტივირებული, რომ განვითარდეს და იშოვოს უფრო მეტი ფული. ეს არ ეხება ყველა გუნდის წევრს, რადგან არსებობს გუნდები, რომლის წევრებსაც არ მოეთხოვებათ განსაკუთრებული შედეგების დადება. მაგალითად, როდესაც ადამიანი რომელიმე ფილიალის ოპერატორად აჰყავთ, შეიძლება მისი ამბიციები ცუდად მოუბრუნდეს გუნდის ლიდერს. შესაბამისად, კარგად უნდა გავთვალოთ რატომ აგვყავს ახალი წევრი.

 

2.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდის წევრის შერჩევისას არის ის, რომ ის უნდა იყოს სხარტად მოაზროვნე. ადამიანის ამბიცია არ არის საკმარისი მაშინ, თუ მას სწრაფად აზროვნება არ შეუძლია.

 

3.და ბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ გუნდის წევრის შერჩევისას არის ის, რომ თქვენ არ გჭირდებათ გუნდში ადამიანი, რომელიც ქმნის პრობლემებს და ე.წ. ,,ბუნტის თავია”. ასეთი კადრი ყოველთვის ხელს შეუშლის გუნდის ეფექტიანად მუშაობას. დაფიქრდით, რამდენად შეეწყობა ის ადამიანი კორპორატიულ კულტურას.

 

აქედან გამომდინარე, შეარჩიეთ ადამიანები, რომლებიც აჰყვებიან გუნდის ეგოს, იქნებიან მომართულები დასახული მიზნების მისაღწევად და შეძლებენ, იაზროვნონ სწრაფად.

| გააზიარე
მოგწონთ?