კომპანიის მოგების ზრდა სწორი რჩევების საფუძველზე


ადამიანები ხშირად იღებენ საინტერესო გამოცდილებას, რჩევებს, დღის განმავლობაში აქვთ შეხება ბევრ მნიშვნელოვან მოვლენასთან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ იყენებენ.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ გვექნება საუბარი, თუ რამდენად დიდი დანაკარგია სხვისი რჩევების გაუთვალისწინებლობა. პირადად მე, ხშირად მქონია ბევრ ისეთ მენეჯერთან ურთიერთობა, რომელიც ძალიან ჩაკეტილია და ფიქრობს, რომ ყოველთვის თავად არის მართალი. რამდენჯერაც ასეთი მენეჯერის კომპანიის ანალიზი გაგვიკეთებია, იმდენი პრობლემა აღმოგვიჩენია.

აქ შეგვიძლია გარკვეული თანაკვეთა დავინახოთ. ადამიანებს, რომლებიც არიან ჯიუტები და რომლებიც არ ითვალისწინებენ თანამშრომლების, ზემდგომი პირების ან თუნდაც მეგობრების რჩევებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ, საბოლოოდ ჯამში, უყალიბდებათ სუსტი კომპანია. ხშირ შემთხვევაში, ასეთი კომპანია ძალიან კონსერვატიულია, არ არის ინოვაციებზე მორგებული და მაქსიმალურად ჩაკეტილია. ასეთი ტიპის ორგანიზაციებში არ იღებენ თავის თავზე დანაშაულს და ყოველთვის პოულობენ სხვადასხვა მიზეზს თავის გასამართლებლად.

რეალურად, ნამდვილი ხელმძღვანელი უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. ის მუდმივად უნდა ეძებდეს იდეებს. როდესაც შეხება აქვს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებთან, არ არის აუცილებელი მუდმივად ამტკიცოს თავისი პოზიცია. ხშირად არის შემთხვევები, როცა იღებ სხვადასხვა რჩევებს და არ არის აუცილებელი შეხვიდე კამათში და დაიწყო შენი პოზიციების დამტკიცება, წარმატებული ადამიანები გამოირჩევიან იმით, რომ იციან კარგად მოსმენა და სხვის აზრებში სწორი იდეების დანახვა, რომელსაც შემდგომ იყენებენ პრაქტიკაში.  

მათგან განსხვავებით, არიან მენეჯერები, რომლებიც სადაც არ უნდა წავიდნენ, იქნება ეს ტრენინგი თუ რაიმე სხვა ღონისძიება ან უბრალოდ საუბარი, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ სხვის რჩევებს და აზრებს. მართალია ზოგჯერ შეიძლება მივიღოთ არც ისე სასარგებლო რჩევები, თუმცა ამ ყველაფერს ვერ გავიგებთ, თუ არ გამოვცდით. ასეთი დამოკიდებულებით კი, როცა არ გვინდა სხვისი აზრის ახლოს გაკარებაც კი, მიღებული რჩევების 100%-ვე პროცენტს დაკარგავთ.

შესაბამისად, ეძებეთ იდეები, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ წიგნებში, ინტერნეტში, სხვადასხვა კონსულტანტების რჩევებში, გამოცდილი ადამიანების აზრებში, რადგან ამ იდეებს გარკვეული არგუმენტები აქვთ და ისინი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინებთ აუცილებლად მუშაობენ.

იყავით ხელმძღვანელი, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და სიახლეების ათვისებაზე. თუ თქვენ გაითვალისწინებთ იმ მიდგომას, რომ ყოველთვის გაანალიზოთ სხვა ადამიანების რჩევები, ყველანაირად შეძლებთ, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს და საბოლოო ჯამში, ბუნებრივად შეძლებთ კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი კომპანიის მოგება.

| გააზიარე
მოგწონთ?