წარმატება დეტალებშია?!


ბიზნესში ხედვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა ორგანიზაცია და კომპანია განსხვავებულად უყურებენ და სწორედ ეს ხდის კონკურენტულ ბრძოლას საინტერესოს.

ზოგადად, კომპანიები ხშირ შემთხვევაში ზედაპირულად უდგებიან სხვადასხვა საკითხს და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას. რეალურად, საჭიროა დიდი ყურადღება მიექცეს დეტალებს, რადგან წარმატება სწორედაც რომ დეტალებშია.

ამასთანვე არსებობს მეორე განსხვავებული ხედვა. დეტალების პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს გლობალური საკითხები. ამ შემთხვევაში მთავარია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილება, რომელიც დააბალანსებს ამ საკითხს.

 

რატომ არის დეტალები მნიშვნელოვანი?

დეტალებს აქცევენ ყურადღებას პარტნიორები, კლიენტები და ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს  ვიზუალზე, წერისა და საუბრის მანერაზე.

როდესაც ასე ორგანიზებულად უდგები საქმეს, საბოლო შედეგები ეფექტური და უნაკლოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც პარტნიორებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის.

საბოლოო ჯამში დეტალები ქმნის იმ ერთიანობას, რომელიც ბევრ რამეზე გავლენას ახდენს კომპანიაში და ზოგადად, ბიზნესში.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?