პრინციპები ჩვენს გუნდში მოსახვედრად: პიროვნული თვისებები და შედეგები


ვაგრძელებთ ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის კორპორატიული კულტურის შესახებ საუბარს და დღევანდელ სტატიაში მსურს გესაუბროთ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ.

 

რა სიტუაციაა ქართულ კომპანიებში გუნდის წევრებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით?

 

ქართულ კომპანიებში ხშირ შემთხვევაში არ ცდილობენ შექმნან კარგი გუნდი, მათ არ სურთ ყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებენ კომპანიაში, მათ შორის  სხვადასხვა თანამდებობებზე. პირიქით, ისინი არ აძლევენ დიდ გასაქანს თავიანთ თანამშრომლებს და სურთ ერთ პოზიციაზე ამუშაონ წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანების მოტივაცია კი ეცემა და ისინი არ არიან პროდუქტიულები, ვეღარ დებენ შედეგებს, არადა წლები გადის და ეს ყველაფერი აისახება ამ ადამიანების ოჯახების მდგომარეობაზე.

 

როგორი მდგომარეობაა ჩვენს გუნდში?

 

ჩვენთან თანამშრომელთა მოტივაცია პირველ ადგილზეა დაყენებული. ჩვენთვის მთავარია ადამიანი იყოს მონდომებული და დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენს გუნდში, სწორედ ამიტომ, ჩვენთან ფულის შოვნის ისეთი შესაძლებლობებია, რომ ადმიანებს არ უჩნდებათ სურვილი დატოვონ ჩვენი გუნდი. ისინი არიან მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე.

 

ჩვენთან გასაუბრებაზე მოსული ადამიანები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კორპორატიული კულტურა, ხედვა, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, თუ რაზეა დამოკიდებული ის, რომ განვითარდეს ადამიანი და მიიღოს მეტი შემოსავლები. ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია, ეს დამოკიდებულია: პიროვნულ თვისებებზე და შედეგებზე.

 

თუ შენ დებ მაღალ შედეგებს და გაქვს კარგი პიროვნული თვისებები, ეს ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის მნიშვნელოვანი წევრი იქნები ჩვენს გუნდში და შეძლებ წინ წასვლას კარიერული თვალსაზრისით.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?