ოპერაციების მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები (ნაწილი 1)


სამწუხაროდ, საქართველოში ოპერაციების მენეჯმენტში არ გვყავს შესაბამისი რაოდენობის კვალიფიცირებული კადრები, შესაბამისად ამ სტატიის მიზანი არის მოგცეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს კომპანიამ ოპერაციული შეცდომების თავიდან ასაცილებლად.


წარმოვიდგინოთ სიტუაცია — თქვენ, როგორც პროფესიონალმა, მოკიდეთ ხელი კომპანიის ოპერაციების მენეჯმენტს. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთოთ, არის არსებული სიტუაციის დეტალური ანალიზი და ოპერაციების მენეჯმენტის აუდიტი. აუდიტის გაკეთება შემდეგი, ყველაზე გავრცელებული, პრობლემების ანალიზით უნდა დაიწყოთ:
 

  • ჭარბი წარმოება – ზედმეტი ყველაფერი ცუდია და რა თქმა უნდა, ჭარბი წარმოებაც. ოპერაციების მენეჯერმა უნდა აკონტროლოს წარმოების მასშტაბურობა და იმ შემთხვევაში თუ წარმოება მეტია მოთხოვნაზე აუცილებლად უნდა შეამციროს  ის. ჭარბი წარმოება ყოველთვის ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მიდგომა ანალოგიურია, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური პროდუქტების დროს. მაგალითად, თუ კლიენტების მომსახურეობა ხორცილდება სრულად დაუტვირთავი არხების საშუალებით, ესე იგი საჭიროა მათი ოპტიმიზაცია და პირიქით.

 

  • კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა არის დეფექტები. მნიშვნელოვანია შემოწმდეს წარმოების პროცესის დროს დაგეგმილი ხარისხის მისაღებად რამდენად ხშირად ხდება დამზადებული პროდუქციის გადაკეთება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ დეფექტები არამარტო წარმოებაში, არამედ მომსახურებაშიც შეიძლება იყოს. ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციების მენეჯერმა უზრუნველყოს ამ პრობლემების აღმოფხვრა.

 

  • პროდუქციის და მასალების არაეფექტური გადაადგილება. ეს საკითხი მოიცავს წარმოების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას, რომელიც ყველაზე ნაკლებად თვალშისაცემია არაპროფესიონალებისთვის. ოპერაციების მენეჯმენტის პრინციპების თანახმად კი მნიშვნელოვანია, რომ  არ იხარჯებოდეს დრო მასალების და პროდუქციის მოწოდებაზე. წარმოების (და მომსახურების) პროცესი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ სწრაფად და უშეცდომოდ ხდებოდეს თანმიმდევრული ეტაპების გავლა წარმოების დროს. ამასთან, პროცესი ისე უნდა იყო აწყობილი, რომ მაქსიმალურად ნაკლები დრო იხარჯებოდეს შედეგის გარეშე.

 

  • დანაკარგები პროდუქციის ტრანსპორტირების დროს. სამწუხაროდ, პროდუქციის ტრანსპორტირებისას ხდება პროდუქციის დაზიანება. შესაბამისად ოპერაციების მენეჯერს უნდა ჰქონდეს აწყობილი ისეთი სისტემა, რომლის დროსაც პროდუქციის დაზიანების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. პროდუქციის და ნედლეულის ტრანსპორტირება უნდა განხორცილდეს დროულად იმიტომ, რომ ამ პროცესის დაგვიანებით, ან ნაადრევად შესრულება სხვადასხვა სახის ხარჯებთან (პირდაპირი და არაპირდაპირი) არის დაკავშირებული.

 

| გააზიარე
მოგწონთ?