თათბირების მართვა #1


ალბათ, ბევრი თქვენთაგანი დასწრებია თათბირებს, რომლებიც იწელება დროში  ან იწყება ძალიან გვიან და მთავრდება შუა ღამეს. ან უბრალოდ დასწრებიხართ შეხვედრებს, რომელიც აშკარად თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ხელმძღვანელის დაჟინებული მოთხოვნით თქვენ მაინც რჩებოდით შეხვედრის დამთავრებამდე.

ამ სტატიებში მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თათბირების სწორედ ორგანიზებაში და ჩატარებაში.

ისევე როგორც ყველა საქმეს, თათბირების ჩატარებასაც ესაჭიროება კარგი დაგეგმვა. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა დღის წესრიგის განსაზღვრა, მეორე ეტაპზე უნდა განისაზღვროს იმ მონაწილეების ვინაობა ვისი დასწრებაც აუცილებელია შეხვედრაზე. არ არის რეკომენდირებული თათბირებზე ისეთი თანამშრომლების მოწვევა, რომლებსაც არ ეხებათ განსახილველი საკითხები. შესაძლებელია კონკრეტული თემიდან გამომდინარე თათბირზე იყოს მოწვეული შესაბამისი თანამშრომელი, მაგრამ ისიც მცირე ხნით. ხშირად ხელძღვანელები თათბირებზე იწვევენ გამოცდილ მენეჯერებს, რომლებსაც განსახილველი საკითხი არ ეხებათ და მხოლოდ იმიტომ არიან შეხვედრაზე, რომ მათი მოსაზრება შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამ გამოცდილი მენეჯერების დრო იხარჯება და მათ თავისი ძირითადი ამოცანები აქვთ შესასრულებელი. ასეთი ტიპის პრობლემის აღმოფხვრა კომპანიაში კვალიფიცირებული კადრების და საკუთარი საქმის პროფესიონალების დაქირავებით არის შესაძლებელი.

ყველა თათბირს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. ის, როგორც წესი, მონაწილეებს შორის უმაღლესი თანამდებობის პირია. მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელმა წარმართოს შეხვედრა და იყოს მისი რეალური სპიკერი. სხვა შემთხვევაში თათბირზე ყველა ადამიანი ერთდროულად დაიწყებს საუბარს, შედეგად კი დაიხარჯება ზედმეტი დრო და შესძლებელია  სწორი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.

კიდევ ერთი რჩევა - დანერგეთ კომპანიაში პუნქტუალურობა, რადგან დისციპლინის გარეშე ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს წარმატებების მიღწევას. სპიკერი არასდროს არ უნდა იგვიანებდეს შეხვედრაზე, ის ხომ თათბირის მონაწილეების ლიდერია. სხვები მას უყურებენ, როგორც მაგალითს და თუ ის იგვიანებს, მაშინ სხვა თანამშრომლებს პასუხი აღარ მოეთხოვებათ. თანამშრომლების დაგვიანების შემთხვევაში იხარჯება ყველა მონაწილის დრო. წარმატებული მენეჯერის და ლიდერის მიზანი კი არის, რომ არამხოლოდ თავისი, არამედ ყველა მისი თანამშრომლის დრო იხარჯებოდეს მაქსიმალურად ეფექტურად და თითოეულ დახარჯულ წუთს მაქსიმალური მოგება მოჰქონდეს.

იხილეთ გაგრძელება

| გააზიარე
მოგწონთ?