როგორ განვვითარდეთ უფრო სწრაფად და გავზარდოთ შემოსავლები?


გაყიდვების მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ბევრი სტატია თუ ვიდეო გვაქვს გამოქვეყნებული, თუმცა დღეს მსურს მოგაწოდოთ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია აშშ-ში არსებული გაყიდვების მიდგომების შესახებ.

 

რამდენიმე დღის წინ შევხვდი ჩემს მეგობარს, რომელიც ამჟამად მუშაობს Wall Street-ზე ნიუ იორკის ფინანსური ცენტრში. საქართველოში ჩამოსული იყო შვებულებაზე და მან გააკეთა შედარება, თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში და როგორც ცხოვრობენ აშშ-ში. მისი მოსაზრების მიხედვით, ათ ბალიანი შკალიდან მუშაობის ტემპი Wall Street-ზე 10-ია, საქართველოს  შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 3-ს უდრის. გამოდის, რომ საქართველოში დაახლოებით 3 ჯერ უფრო ნელა ვვითარდებით, ვიდრე ამერიკაში, რომელიც ჩვენზე ისედაც გაცილებით წინ არის. რა მოხდება მომავალში თუ ჩვენს განვითარების ტემპს არ გავზრდით? მოვიშველიებ კახა ბენდუქიძის სიტყვებს “50 წელში უბრალოდ ალბათ აღარ ვიქნებით”

 

ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად ვითარდება გაყიდვების ხარჯზე, Wall Street-ზე, აშშ-ს შუაგულ ცენტრში, ნიუ-იორკში აბსოლუტურად ყველა ფიქრობს გაყიდვებზე და ყველა ჩართულია იმაში, რა, სად, როგორ გაყიდოს. რომელი ახალი პროდუქტი შექმნას, რაც გაიყიდება ძალიან სწრაფად და ა.შ

 

რა ხდება საქართველოში?

 

საქართველოში არავინ არ ფიქრობს ახალი პროდუქტის შექმნაზე და შემდეგ მის გაყიდვაზე, შედეგიც სახეზეა. თანამედროვე ეპოქაში ის ქვეყნები იმარჯვებენ, რომლებიც ქმნიან პროდუქტს და აგრესიულად ყიდიან მას მსოფლიოს მასშტაბით.

 

შესაბამისად, დროა ჩვენს ქვეყანაშიც მივხვდეთ, რომ გაყიდვები არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც უნდა ვისწავლოთ ყველამ და შემდეგ ამ მიმართულებით დავიწყით აქტიურად მოღვაწეობა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ მიდგომები და ვიყოთ ორიენტირებულები არა ხელფასიდან ხელფასამდე ,,გაძლებაზე”, არამედ იმაზე, თუ რა გავაკეთოთ, რა ვისწავლოთ ახალი, რომ უფრო მეტი შემოსავალი მივიღოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ.

 

ეს არის წარმატების ფორმულა თითოეული ქართველისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ჩვენგანი შეძლებს ამის კარგად გააზრებას, ახლო მომავალში ვიქნებით  ფინანსურად მეტად უზრუნველყოფილები.

 

შესაბამისად, გინდათ იშოვოთ ფული?! მაშინ ისწავლეთ პროდუქციის გაყიდვა.


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?