თანამედროვე მიდგომები კომპანიის ხარჯების შესამცირებლად და მოგების ზრდისთვის


მოგეხსენებათ, რომ კომპანიის მოგების გაზრდა ნებისმიერ სიტუაციაში არის შესაძლებელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივი მართვა და ცვლილებების განხორციელება სჭირდება. ისინი, ვინც ამგვარად უყურებენ თავანთ კომპანიას და მოქმედებენ შესაბამისად, ყოველთვის გაცილებით მეტ მოგებას იღებენ.

დღეს მე მსურს მოგაწოდოთ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს თქვენი კომპანიის მომგებიანობა რადიკალურად.

სანამ უშუალოდ იდეაზე გადავალ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გყავდეთ ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისIT, იურიდიული, HR მიმართულების საუკეთესო პროფესიონალი თქვენს გუნდში. წარმოიდგინეთ რამდენიმე წუთით, ეს რომ ასე იყოს, რამდენად კარგ შედეგებს მიიღებდა თქვენი კომპანია, რამდენად წარმატებული იქნებოდა, რამდენად შეძლებდით იმ მოგების გაზრდას, რომელიც დღეს გაქვთ. როგორ ფიქრობთ, არის ეს ყველაფერი შესაძლებელი?

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ისევე ფიქრობთ, როგორც ყველა წარმატებული მენეჯერი და ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, თუმცა ალბათ გარკეული წინააღმდეგობა მაინც გიჩნდებათ იმ მხრივ, რომ კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ასეთი გუნდი წევრების ყოლა, თუმცა მათი შენახვა ძალიან ძვირია და ამას კომპანია ვერ შეძლებს.

ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, განა არ არის შესაძლებლობა, რომ თქვენ გყავდეთ მაღალი დონის პროფესიონალები გუნდში და ამაში დიდი თანხები არ გადაიხადოთ? პასუხი ამ კითხვაზე არის - დიახ.

თანამედროვე ბიზნესში, ამერიკასა თუ ევროპაში და ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში არსებობს თანამედროვე და აპრობირებული მიდგომა, ეს არის აუთსორსინგი - მაშინ როდესაც თქვენ ქირაობთ აუთსორსინგულ საკონსულტაცო კომპანიას, რომლიც გიდგათ გვერდში და ბოლომდე იხარჯება, რათა თქვენ მიღოთ სასურველი შედეგები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თქვენთან მუშაობს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ შესაბამისი მიმართულების პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

აუთსორსინგის დროს თქვენ იხდით გაცილებით ნაკლებს მაშინ, როდესაც მაღალი დონის ერთი თანამშრომელიც რომ აგეყვანათ მოგიწევდათ უფრო მეტის გადახდა. შეიძლება ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ გუნდთან თანამშრომლობის დროს შეიძლება მეტი ხარჯების გაღება მოგიწიოთ, თუმცა აუთსორსინგის ბიზნესი ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტ კომპანიას ემსახურები და მეტი კლიენტი გყავს, მით უფრო იაფად შეგიძლია შესთავაზო არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შენი სერვისი.

რა უნა გავაკეთოთ ამისთვის? უნდა დაფიქრდეთ კარგად, რომ დროის დაკარგვა რეალურად ფულის დაკარგვაა და საჭიროა, გამოიყენოთ შანსი. საკონსულტაციო ბიზნესში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ, რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, რადგან სუპერვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით დაგეხმარებათ იმაზე მეტი მოგების მიღებაში, ვიდრე ახლა გაქვთ, ასე რომ უბრალოდ სცადეთ!

| გააზიარე
მოგწონთ?