ბიზნეს დიეტა (ნაწილი #2)


ვაგრძელებთ საუბარს ბიზნეს დიეტაზე

დაიმახსოვრეთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრება იწყება გონებაში, ყველაზე რთულია დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში,  რისი მიღწევაც გინდათ. თუმცა სანამ დაიწყებთ ოცნებას გახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს შეუძლია ამის მიღწევა, ესეიგი შეგიძლიათ თქვენც.


დაისახეთ მიზანი და თქვით თუ როგორი გინდათ  გახდეთ. დაისახეთ დროითი მიზანი, მაგალითად 1 წელი. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ურყევი, უნდა მისცეთ თქვენს თავს პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებთ შედეგის მისაღწევად. დაიმახსოვრეთ, რომ კარიერაში კარგი შედეგების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ძლიერი პიროვნული თვისებები, აუცილებლად უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის მართვა. გახსოვდეთ, თქვენ არ უნდა დაარღვიოთ დადებული პირობა არავითარ შემთხვევაში და არ დაგავიწყდეთ, რომ შედეგის მიღწევა ხდება გონების და არა მუცლის კონტროლით. ისწავლეთ თქვენი გონების და თქვენი თავის მართვა, ეს ყველაზე მეტად იქნება წარმატების მომტანი, როგორც თქვენს პირად ისე კარიერულ ცხოვრებაში.

გადავიდეთ მეორე ეტაპზე, ისევე როგორც ბიზნესში, დასახული მიზნები უნდა დაიყოს მცირე ზომის ამოცანებად, შემდეგი ამოცანაა ყოველდღიურად გეგმის შესაბამისად მოქმედება.

პირველ რიგში დაისახეთ გრძელვადიანი მიზანი, მაგალითად 15 კგ-ს დაკლება და კარგი სპორტული აღნაგობის ჩამოყალიბება (კარგი იქნება თუ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება მიღწეული შედეგის შედარება ადრინდელ მდგომარეობასთან) მიზნის შესრულების ვადა არის, ვთქვათ, 10 თვე. შეიძლება ვიღაცას ეს ვადა ძალიან დიდი მოეჩვენოს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ აღარასდროს მოიმატებთ და არ დაიტანჯებით საშინელი დიეტებით.

ჩავშალოთ გრძელვადიანი ამოცანები ყოველდღიურ საქმეებად. იმისათვის, რომ დაიკლოთ წონაში ძირითადად უნდა იმუშაოთ ორი მიმართულებით, ეს ორი მიმართულებაა  სწორი კვება და ენერგიის დახარჯვა. მთავარია მიიღოთ გადაწყვეტილება და აკეთოთ ეს ყველაფერი თანმიმდევრულად, გახსოვდეთ შედეგი გარანტირებულია.

ადამიანის ცხოვრება შედგება ჩვევებისგან. ყველა ჩვენი ქმედება არის ჩვევიდან გამომდინარე, რომელიც ხან კარგია და ხან არა. მთავარია ადამიანმა შეცვალოს ცუდი ჩვევები და გახადოს ისინი კარგი. მაგალითად: სიგარეტის მოწევა, გვიან ჭამა, დაზარება, გვიან ადგომა და ა.შ ეს არის ადამიანის ცხოვრების წესი, მისი ჩვევა და მას არ შეუძლია  ეს ყველაფერი გააკეთოს სხვანაირად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარია მონდომება და უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი. მეორე ეტაპზე თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ კონკრეტული საქმე აკეთოთ სხვანაირად და ხშირად შთააგონოთ თავი, რომ ამის გაკეთება გინდათ სწორად. პირველ ეტაპზე საჭიროა თავს დააძალოთ და შემდეგ  თქვენი სხეული დაიწყებს ავტომატურ რეაქციას ყოველგვარი დაძალების გარეშე. მაგალითად, თუ თქვენ არ ვარჯიშობთ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი დააძალებთ თქვენს თავს, შეიქმით მოტივაციას და რეალურად მოინდომებთ კარგი შედეგების მიღწევას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველდღიური ვარჯიში გახდება თქვენი ცხოვრების ნაწილი და თქვენ უკვე ვერასდროს შეძლებთ მისთვის თავის დანებებას.

| გააზიარე
მოგწონთ?