4 ეტაპი თანამშრომელთა სწორი მენეჯმენტისათვის


ძალიან ბევრმა თანამედროვე მენეჯერმა არ იცის თუ როგორ მართოს სწორად და ეფექტურად თავისი გუნდი. ხელმძღვანელობის უმეტესობა ცდილობს, რომ თანამშრომლებს აუხსნან, მოსთხოვონ და დააძალონ რაღაცის გაკეთება. მაგრამ მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში:

აღზარდეთ თანამშრომლები ისე, რომ თვითონ შეძლონ დამოუკიდებლად ამოცანების შესრულება. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ლიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია: დაგეგმარება და დავალებების სწორი გადანაწილება თანამშრომლებზე. წარმოგიდგენთ 4 ეტაპს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
 

  • პირველი ეტაპი - განსაზღვრეთ ღირებულებები. თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ თუ რატომ აკეთებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი რიგითი თანამშრომელი ვერც კი ხვდება ამ ღირებულების არსს. მნიშვნელოვანია მათ ესმოდეთ ეს ღირებულებები, რომ ჰქონდეთ მოტივაცია გააკეთონ დაკისრებული საქმე იმის გამო, რომ ეს უნდათ და არა იმის გამო, რომ მისგან ამას მოითხოვენ.
  • მეორე ეტაპი - განსაზღვრეთ ზუსტი მიზნები. თანამშრომლების უმეტესობა ვერ აღწევს მიზნებს რადგან მათ არ აქვთ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ეს მიზნები. ძალიან ხშირად სამსახურში აჰყავთ თანამშრომლები და მათ აძლევენ მხოლოდ სამუშაო აღწერილობას, სადაც წერია თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და არ შეუძლიათ და არაფერია იმის შესახებ, თუ რა მიზნებს უნდა მიაღწიონ ამ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისას.
  • მესამე ეტაპი - მიეცით თანამშრომლებს ყველანაირი საშუალება, რაც სჭირდებათ მათ მათზე დაკისრებული ამოცანებისა და მიზნების შესრულებისთვის. არცერთმა მენეჯერმა არ უნდა მისცეს თავის თანამშრომლებს უფლება, რომ ამოცანების წარუმატებლად შესრულება გარემო ფაქტორებს დააბრალონ და თქვან, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი გარემო ამ საქმის გასაკეთებლად. მაგალითად, არ აქვთ თუნდაც კომპიუტერი, მეილი, გადაადგილების საშუალება და ა.შ.
  • და ბოლო ეტაპი - მიეცით ადამიანებს საშუალება თვითონ გააკეთონ საქმე.


ამ ოთხი ძირითადი ეტაპის გამოყენებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც თქვენი თანამშრომლები თქვენთან ამგვარ კომუნიკაციას ისწავლიან, თქვენ მიიღებთ ავტომატურად მომუშავე, მოტივირებულ გუნდს, რომლსაც შეეძლება მაღალ დონეზე შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?