თანამშრომლების აყვანა სამსახურში


დამეთანხმებით, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი თანამშრომელი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და წარმატებებს მოუტანს კომპანიას.

მანამ, სანამ გამოაცხადებთ ვაკანსიას მნიშვნელოვანია, რომ სრულყოფილად ჩამოაყალიბოთ:

თანამდებობის ამოცანები, ფუნქციები და კანდიდატის პიროვნული თვისებები. შექმენით კონკრეტული ვაკანსიისთვის შესაბამისი იდეალური თანამშრომლის თვისებების და უნარების სურათი. ხოლო თანამშრომლის შერჩევისას შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეთ თქვენ მიერ შექმნილ იდეალს.

გახსოვდეთ, კარგი თანამშრომლის მოძიება მენეჯერის უმნიშვნელოვანესი უნარია.  თანამშრომლის ამოცანების ჩამოყალიბებისას აუცილებლად უნდა მოამზადოთ წესი, რომლის მიხედვითაც მოხდება თანამშრომლის შეფასება. დაწერეთ რას ელოდებით მისგან და როგორი ანგარიშგების სისტემა გექნებათ.

გაითვალისწინეთ ჯონ სვანის მიერ მომზადებული ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების ფორმულა. ყველა ახალი თანამშრომელი უნდა იყოს SWAN, ეს არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს:

S- smart (გონებაგახსნილი)

W-worker (hard worker) (შრომისმოყვარე)

A-ambitious – (ამბიციური)

N-Nice – (სასიამოვნო, კარგი ადამიანი)

მას შემდეგ, რაც თქვენ ჩამოყალიბდებით კანდიდატის შერჩევის პრინციპებს შეგიძლიათ დაიწყოთ გასაუბრება. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატთან შეხვედრისას გაითვალისწინოთ სამის წესი, რაც ნიშნავს შემდეგს:
 

  1. შეხვდით მინიმუმ 3 კანდიდატს;
  2. შეხვდით კანდიტატს 3 სხვადასხვა ადგილას;
  3. შეხვდით თითოეულ კანდიდატს მინიმუმ სამჯერ;
  4. გასაუბრება უნდა ჩაატაროს სამმა სხვადასხვა ადამიანმა;
  5. აიღეთ 3 დღე მოსაფიქრებლად.


რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი 100%-იანი სიზუსტით ამ რაოდენობების დაცვა თანამშრომლების შერჩევის პროცესში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მივუახლოვდეთ ამ წესს.
მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრებისას გამოიყენოთ შემდეგი ძირითადი წესები იმისათვის, რომ ის სრულყოფილად წარიმართოს:
 

  1. შეეცადეთ, რომ კანდიდატი მაქსიმალურად მოდუნდეს და იგრძნოს თავი დაწყნარებულად;
  2. განუმარტეთ თანამდებობის ფუნქციები, მიზნები, პირობები და როგორ იქნება წარმატება დაჯილდოებული;
  3. წააქეზეთ კანდიდატი იმისათვის, რომ დაგისვათ შეკითხვები;
  4. ჰკითხეთ რატომ უნდა მას თქვენთან მუშაობა;
  5. ჰკითხეთ წინა სამსახურებში მისი მიღწევების შესახებ;
  6. ჰკითხეთ მას ცხოვრებისეული დამარცხებების შესახებ და შედეგად რა გამოცდილება მიიღო;
  7. ალაპარაკეთ კანდიდატი, ხოლო თქვენ ჩაინიშნეთ შენიშვნები.


და ბოლოს, თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

| გააზიარე
მოგწონთ?