კომპანიის მოგების ზრდა ქოუჩინგის სისტემის დანერგვის საშუალებით


კომპანიაში მოგების გაზრდა ყოველთვის შესაძლებელია, ამის გაკეთება კი სხვადასხვა მიდგომებისა და სიტუაციების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების საშუალებით შეგიძლიათ.

დღეს მინდა მოგცეთ ერთი ძალიან საინტერესო რჩევა, რომელსაც გრძელვადიან ჭრილში შეუძლია თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეცვლა და არსებული შემოსავლების გაზრდა. საკითხი ეხება თანამშრომლების განვითარებას.

ქართული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას და ძირითადად ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ჩაუტარონ თავიან თანამშრომლების გარკვეული ტრენინგები, მოიწვიონ ტრენერები ან  გააკეთეონ უშუალოდ შიდა ტრენიგ ცენტრები. სამწუხაროდ, მსგავს მიდგომებს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვთ და არაფრის მომცემია გრძელვადიან ჭრილში. შედეგად ვიღებთ ერთჯერად სწავლებას, როდესაც თანამშრომელი იღებს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა რამდენიმე თვეში ავიწყდება და ვეღარ იყენებს მას პრაქტიკაში. დღეს ეს რეალური პრობლემაა და ამას ყველა პროფესიონალი HR აღნიშნავს.

არსებობენ კომპანიები, რომლებიც თანამშრომელთა განვითარების საკითხს სხვაგვარად უდგებიან და ქოუჩინგის სისტემის დანერგვის საშუალებით წყვეტენ მსგავს პრობლემებს. ტრენინგისგან განსხვავებით, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით, ვთქვათ წელიწადში ერთხელ ატარებენ, ქოუჩინგის სისტემა მუდმივ წვრთნას გულისხმობს. მაგალითისთვის ავიღოთ ცნობილი ფეხბურთელი ლეო მესი, რომელიც ვთქვათ, პენლების დარტყმაზე ვარჯიშობს წელიწადში ერთხელ. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან არაეფექტურია და ის ვერ იქნება შესანიშნავ ფორმაში, შედეგად კი დაეცემა მისი პენლებით გატანილი გოლების რაოდენობა.

იგივეა თანამშრომლების შემთხვევაშიც. მთავარია მიხვიდეთ იმ აზრამდე, რომ თქვენს თანამშრომლებს სჭირდებათ მუდმივი წვრთნა, რომელიც მოიცავს როგორც სწავლებას, ასევე სწავლის პროცესში მუდმივ დაკვირვებას, ანალიზს, გაუმჯობესებაზე ზრუნვას და ამ ყველაფრის კომპანიის მიზნებზე მორგებას. თუ თქვენ შექმნით ქოუჩინგის სისტემას, ეს მოგცემთ საშუალებას, რომ თანამშრომლები მუდმივად გყავდეთ ფორმაში და თავადაც ზრუნავდნენ, რომ განვითარდნენ და გახდნენ ბევრად უკეთესები.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ამისათვის არსებობს საკონსულტაციო ჯგუფები და სხვადასხვა ქოუჩინგ სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული მეთოდების დანერგვას.

მას შემდეგ, რაც მიზნად დაისახავთ ქოუჩინგის სისტემის შექმნას, იქნება ეს საკუთარი ძალებით თუ გარე კომპანიის დახმარებით,  მთავარია გაითვალისწინოთ, რომ თანამშრომლებს, რომლებიც გადიან მსგავს წვრთნას, ყოველდღიურად უნდა ჰქონდეთ შეხება შესაბამის ქოუჩთან და ჩაერთონ მუდმივი სწავლების პროცესში, რათა შეძლონ უნარების ეტაპობრივად გაუმჯობესება პრაქტიკაში დანერგვის პარალელურად და საბოლოოდ, მაღალი შედეგები დადონ.

| გააზიარე
მოგწონთ?