როგორ გვესმის თავისუფლების ცნება დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფში?


იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად მოდის შეკითხვები სხვადასხვა ადამიანებისგან ჩვენი გუნდის კორპორატიული კულტურის შესახებ და ბევრი ადამიანი თვლის მას როგორც საკმაოდ ღირებულს, ვაგრძელებ ამ საკითხზე საუბარს.

 

როგორც უკვე მითქვამს, ჩვენ ვქმნით იდეალურ გარემოს გუნდში, რათა ყველა გუნდის წევრმა საუკეთესოდ იგრძნოს თავი და დადოს მაღალი შედეგები. ამის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს წარმოადგენს ჩვენი ოფისი.

 

ჩვენთან ოფისში სრული თავისუფლებაა, ჩვენ გვაქვს შეხვედრის ოთახები და საერთო ოთახი, სადაც არის ბევრი ,,პუფი” და გუნდის წევრები მუშაობენ საკმაოდ მოხერხებულად.

 

ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი ნივთები ოფისში, ჩვენთვის მთავარი ლეპტოპია, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას.

 

ჩვენ გვსურს, რომ თავისუფლება, რომელიც ჩვენს გუნდშია უფრო და უფრო გავზარდოთ იმისათვის, რომ ყველამ გამოავლინოს თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად.

 

მართალია, ჩვენი გუნდის წევრები წარმოდგენილები არიან კლიენტი კომპანიების ფილიალებშიც და ასეთი გარემო ყველგან არ არის მაქსიმალურად შენარჩუნებული, თუმცა ეს დაბალანსებულია ურთიერთობებით გუნდის წევრებს შორის, რადგან ურთიერთობები ნივთებზე და სხვა დამატებით უპირატესობებზე მეტია.

 

ჩვენ შევქმენით ისეთი გუნდი, სადაც ადამიანების პატივისცემა და სამართლიანი პრინციპები ისეთ დონეზეა აყვანილი, რომ ჩვენს გუნდში მუშაობა ყველას უხარია.

 

მიუხედავად იმისა, რა ასაკის ან გამოცდილების არის ადამიანი, ან რამდენი ხანია გუნდში, თანაბარი პატივისცემით ვართ ყველა მის მიმართ განწყობილი.

 

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებს სჯერათ საკუთარი თავის, არიან მოტივირებულები და აქვთ საშუალება, რომ უფრო მეტ მიზანს მიაღწიონ, მეტად განვითარდნენ და მიიღონ მეტი შემოსავლები.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?