რატომ ძვირდება ცხოვრება და როგორ მოვემზადოთ გაზრდილი ფასებისთვის?


მოგესალმებით, დღეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საინტერესო მოსაზრებაზე. საქმე იმაშია, რომ ადამიანები ხშირად წუწუნებენ კომუნალურების, საკვების თუ ყოველდღიურად მოსახმარი პროდუქტების ფასების ზრდის გამო. ყოველთვის არის ნეგატიური განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით და  ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალოს.

მოდით დავაკვირდეთ, რა ხდებოდა წლების წინ. შევხედოთ მთავარ შუამავალ ვალუტას მსოფლიო ბაზარზე, დოლარს. მაგალითად, პროდუქცია, რომელიც ღირდა პირობითად 100 დოლარი 15 წლის წინ, ის პროდუქცია დღეს ასე აღარ ღირს. ასე იყო ოდითგანვე და სამწუხარო ინფორმაციაა ისიც, რომ მომავალშიც ასე იქნება და აუცილებლად მოიმატებს ფასები, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი ისეა მოწყობილი, მუდმივად მეტი შემოსავლების მიღებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ცუდი ინფორმაციაა ყველასთვის, რომ მომავალში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება, თუმცა არსებობს გამოსავალი. ჩნდება შეკითხვა, რა შეიძლება გავაკეთოთ, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ?

თუ ჩვენ გვექნება დამოკიდებულება, რომ ფასები გაიზრდება და ამასთანავე გაიზრდება ხელფასი, ეს არარეალურია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ კომპანიაში, ბევრ პოზიციაზე არ არის ისეთი ანაზღაურების სისტემა, რომ ამ ყველაფერმა ფასების ზრდასთან ერთად, ხელფასის მომატებაც უზრუნველყოს. შესაბამისად, ვდგავართ ძალიან დიდი ფინანსური და ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი დეპრესიაში ვარდება, რომ ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც სურდა.

ამ დროს აუცილებელი ხდება, რომ მოვემზადოთ შინაგანად და არ ვიყოთ არავიზე დამოკიდებულები, იქნება ეს ჩვენი ხელმძღვანელობა თუ მთავრობა, რადგან ისინი რეალურად არ ან ვერ შეცვლიან ჩვენ კონკრეტულ მდგომარეობას, თუ ჩვენ ჩვენით არ მოვერგეთ არსებულ ვითარებას.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში შევინარჩუნოთ კარგი მდგომარეობა? დასკვნა ძალიან მარტივია, თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ჩვენს განვითარებაზე, ყოველდღიურად არ ვიფიქრებთ რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლაზე და არ ვიბრძოლებთ ჩვენი შემოსავლების ზრდისთვის, მომავალში მივიღებთ ფინანსურ კრიზის, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

შესაბამისად, იცოდეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მზად იყავით ცუდი მომავლისთვის, თუმცა დაფიქრდით, როგორ შეცვალოთ ის და დღესვე დაიწყეთ მოქმედება, შექმენით მისი უკეთესი ალტერნატივა, გაზარდეთ შემოსავლები, რათა მომავალში გაძვირებულმა ფასებმა,  არ შეგიქმნათ პრობლემები.

| გააზიარე
მოგწონთ?