კომპანიის მოგების ზრდა შედეგების გაზომვის საფუძველზე


დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ საინტერესო მიმართულებაზე, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თანამშრომელთა და ზოგადად, კომპანიის პროდუქტიულობა. ეს არის მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირდეთ შედეგებზე და საბოლოო ჯამში, მიიღოთ გაზრდილი მოგება.

ძალიან ბევრ ქართულ კომპანიაში, ჩვენ ვხვდებით ერთსა და იმავე პრობლემას. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანებს ვეკითხებით მიზანს, ძალიან რთულად თუ გვპასუხობენ მის შესახებ. მათ არ აქვთ განსაზღვრული ის ციფრები, რომელთა მიღწევაც სურთ რეალურად. 

გასაგებია, რომ ზოგიერთ კომპანიაში შეიძლება არ ჰქონდეთ ციფრებში გამოხატული მიზნები, თუმცა ისინი არც შედეგებზე არიან ორიენტირებული, არ ზომავენ საქმეებს და არ უყურებენ ამ ყველაფერს მაჩვენებლების თვალსაზრისით. ეს კი ძალიან  მნიშვნელოვანი პირობაა როგორც ზოგადად კომპანიის, ასევე უშუალოდ კომპანიის თითოეული რგოლის დონეზეც. მაშინ, როდესაც არ ზომავენ კომპანიის შედეგებს და უშუალოდ თოთოეული თანამშრომლის მუშაობას, შედეგად ვიღებთ , რომ არავის არ აქვს ზუსტი ინფორმაცია კომპანიის მდგომარეობის შესახებ.

როგორ ხდება წარმატებულ კომპანიებში? წარმატებული კომპანიები ყველაფერს ზომავენ მაღალ დონეზე და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პარამეტრი გამოიყენოთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი საზომი პარამეტრები, რომლებიც ცალსახა და ნათელია და მაგალითად გამოიყენება გაყიდვებში, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა, თუნდაც არაპირდაპირი ინდიკატორები კომპანიის ყველა ფუნქციისთვის.

როგორ შეიძლება გაიზომოს თითოეული ფუნქცია? ამისათვის არსებობს რაოდენობრივი და დროითი ინდიკატორი. რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გააანალიზოთ თქვენი თანამშრომლების ფუნქციები, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და საბოლოო ჯამში, ჩამოგიყალიბდებათ თითოეულ ფუნქციაზე საჭირო გაზომვის ინდიკატორები.

მაგალითად, დროის ინდიკატორი ნიშნავს, რომ რომელიმე დღეს, გარკვეული საათისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, თანამშრომლებმა უნდა მიაღწიონ გარკვეული ტიპის მაჩვენებელს, რაც შეიძლება იყოს შესრულებული საქმის ოდენობა, გაყიდვების ან ნაპასუხები ზარების რაოდენობა ან სხვა რაიმე

იმ შემთხვევაში, თუ დანერგავთ მოცემულ მეთოდს, თანამშრომლებს ეცოდინებათ თუ რას უნდა მიაღწიონ ზუსტად მოცემულ დროში და შესაბამისად, შეძლებენ ფოკუსირდნენ მოცემული მაჩვენებლების მიღებაზე, ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ აისახება თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზეც.

| გააზიარე
მოგწონთ?