როგორ დავიმსახუროთ უკეთესი ცხოვრება?


თემა, რომელსაც დღეს მსურს შევეხო, საკმაოდ დიდი განსჯის საგანია ადამიანების მხრიდან და სემინარებსა თუ სხვა სტატიაშიც მქონია ამაზე საუბარი, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გავამახვილო ამ საკითხზე ყურადღება.

 

ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მივედი ძალიან ცუდ დასკვნამდე. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ეგუებიან საკუთარ მდგომარეობას. ისინი ეჩვევიან იმას, რაც უკვე აქვთ, უჭირთ ახალი გადაწყვეტილებების მიღება და ცვლილებების განხორციელება.

 

დროთა განმავლობაში, რაც უფრო დიდი პერიოდი გადის და მატულობს ასაკი, მით უჭირთ ადამიანებს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება. რით არის ეს განპირობებული? ამის მიზეზია ის, რომ ადამიანებს ისევ და ისევ აქვთ განათლების, მონდომების პრობლემა და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეცვალონ, სჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

 

ასეთ დროს, მინდა გირჩიოთ, რომ არ დანებდეთ!!! უთხარით საკუთარ თავს, რომ არ გაჩერდებით. გსურთ ახალი სამსახური? არ მოგწონთ როგორც ცხოვრობთ? გინდათ რაიმე ნივთი? დაეკითხეთ უფრო გამოცდილ ადამიანებს, ისწავლეთ, მიიღეთ გარკვეული ცოდნა, იმუშავეთ საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად გამოგივათ.

 

ასევე მნიშვნელოვანია, დაიმახსოვროთ: ცხოვრებაში არის შავი და თეთრი პერიოდები. თუ თქვენ ცხოვრების თეთრ პერიოდში ხართ, ეს მშვენიერია და გილოცავთ, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ აუცილებლად შავ პერიოდში აღმოჩნდებით გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამისთვის არ ღირს ნერვიულობა, ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი? უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რომელი რა პერიოდით გაგრძელდება.

 

თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ შევეგუებით ცხოვრებას, რომელიც ახლა გვაქვს და არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან, აუცილებლად გამოგვივა რაც გულით გვინდა.

 

იბრძოლეთ, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოგივათ. სხვა წარმატებული ადამიანებიც გეტყვიან, რომ მათი გზა არ ყოფილა მარტივი და ეს ყველაფერი დიდი ბრძოლის შედეგია. სხვადასხვა ცნობილი ბიზნესმენი მდგარა გაკოტრების პირას, ჰქონია უძილო ღამეები, თუმცა მათ მიიღეს განსხვავებული გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ აღარასდროს აღმოჩენილიყვნენ მსგავს სიტუაციაში.

 

შესაბამისად, კარგად დაფიქრდით, როგორი ცხოვრება გსურთ თქვენ? ისეთი, როგორი გაქვთ თუ ბევრად უკეთესი, სადაც შეძლებთ აიხდინოთ ყველა ოცნება. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ კითხვაზე გასცემთ პასუხს, დაიწყეთ მოცემული რჩევების მიხედვით მოქმედება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?