რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს შურთ ჩვენი


ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც თქვენ მიდიხარ წინ თქვენს კარიერულ ცხოვრებაში, ვითარდებით, თუმცა ამ დროს სიტუაცია იძაბება თქვენს გარშემო მყოფებთან. ადამიანები, რომლებსაც თქვენ თვლიდით მეგობრებად უცებ თქვენს მიმართ არაკეთილმოსურნეები აღმოჩნდებიან. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? როცა ადამიანები, რომლებსაც ენდობოდით აღარ გექცევიან მეგობრულად?

ამ ყველაფრის გამომწვევი მთავარი ფაქტორი შურია. არსებობს ორი სახის შური: პირველი - როცა ადამიანს სურს გაიმეოროს მიღწეული წარმატება, რასაც თეთრ შურს ეძახიან და  მეორე - ე.წ. შავი შური, როცა ადამიანები ფიქრობენ, ცდილობენ და  ოცნებობენ თქვენს წარუმატებლობაზე, სურთ აღარ აკეთოთ ის, რაც კარგად გამოგდით, არ გეკავოთ მაღალი პოზიციები კარიერაში და არ გქონდეთ მაღალი შემოსავალი. იბადება შეკითხვა - რა გავაკეთოთ ასეთ დროს, რომ არ გავაფუჭოთ ურთიერთობა და თან ამ ადამიანის მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულებაც დავაბალანსოთ, რადგან რეალურად ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომლისგანაც მსგავსი დამოკიდებულება იგრძნობა. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?

პირველ რიგში მოგცემთ ერთ რჩევას, რომელიც ამ სიტუაციის მართვაში დაგეხმარებათ. შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოსდის და არ არის აუცილებელი თქვენც ანალოგიურად მოიქცეთ და სამაგიერო გადაუხადოთ მათ. განსაკუთრებით თუ შური სამსახურეობრივია, დროებითია. მთავარია პირველ რიგში არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს ამჩნევთ და ცუდად მოქმედებს ეს თქვენზე. რადგან ამ შემთხვევაში თუ ის გრძნობს, რომ მისი შური და ქმედებები თქვენზე ცუდად აისახება, გააგრძელებს იგივეს. არ მიაქციოთ ყურადღება და  ჩათვალეთ, რომ ის ამას საერთოდ არ აკეთებს.

მეორე რჩევაა გამოიყენოთ ემპათია, რომელიც დაგეხმარებათ მიხვდეთ და ჩამოყალიბდეთ თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ადამიანი შურიანი თქვენს მიმართ. საბოლოო ჯამში ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შრომობს ბევრს და ამის მიუხედავად არაფერი გამოსდის. თქვენ მიდიხართ წინ და ის ამას ვერ ახერხებს. თქვენ მასზე ძლიერი ხართ. ამ შემთხვევაში უნდა აპატიოთ და ჩადენილი შეცდომის გამო სამაგიერო არ გადაუხადოთ.

მესამე რჩევა - დაფიქრდით რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი. თუ ადამიანები აღიარებენ თქვენს წარმატებას და ამაში დარწმუნებულებიც არიან, მათ აღარ შურთ თქვენი. შურთ სხვებს? ესე იგი ისინი არ გთვლიან საკმარისად წარმატებულად. შესაბამისად მიიღეთ გადაწყვეტილება გახდეთ უფრო მეტად ძლიერი მათ თვლაში. შეეცადეთ სამსახურში მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს. განსაკუთრებით კი იმუშავეთ თქვენს რეპუტაციაზე. რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება გარშემომყოფების დამოკიდებულებაში თქვენდამი. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ დაწინაურება და შესაბამისად შურიც გაქრება.

| გააზიარე
მოგწონთ?