რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ აუთსორსინგი


თანამედროვე ბიზნესი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, სულ უფრო მეტი სიახლე ხდება ყოველდღიურობაში და არის ახალი ტრენდები. სწორედ ამ ტრენდებთან დაკავშირებით მსურს დღეს გესაუბროთ და მოგიყვეთ ახალი მიმართულების შესახებ. ეს არის აუთსორსინგი, რომელიც იპყრობს დღევანდელ ბიზნესს მსოფლიოს მასშტაბით.

რას გულისხმობს აუთსორსინგი შინაარსობრივად? აქ იგულისხმება კომპანიის ფუნქციის გარეთ გამოტანა და სრული პასუხისმგებლობის გადაცემა შესაბამის აუთსორსინგულ კომპანიაზე.

არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ ჯობია აუთსორსინგი შიდა რამდენიმე კადრს იმავე მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ კომპანიის დირექტორს რომ დაუსვათ შეკითხვა, თუ რამდენად შეძლებს ის კომპანიის მოგების გაზრდას, თუ ეყოლება საუკეთესო გუნდის წევრები შესყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, კომპანიის დირექტორი გიპასუხებთ, რომ ამ შემთხვევაში მისი მოგება აუცილებლად გაიზრდება.

ხოლო თუ დირექტორს დაუსვამ შემდეგ შეკითხვას, რამდენად ძვირი დაუჯდება კომპანიას ასეთი დონის გუნდის წევრების მოყვანა, ამაზე პასუხი შემდეგი იქნება: მაღალი დონის პროფესიონალების დაქირავება ძვირი ჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის კადრებისთვის თანხის გადახდა ხდება ფიქსირებულად. დღევანდელი ბაზრის მდგომარეობით კი ეს თანხები 5000-დან 10000 ლარამდე მერყეობს. წარმოიდგინეთ, რამდენ საშუალო ზომის კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კადრები აიყვანონ?

აუთსორსინგის მთავარი უპირატესობაც და არსიც სწორედ ესაა. აქ საქმე ეხება კონკრეტული მიმართულების პროფესიონალებს, რომლებიც თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ მოემსახურონ ერთზე მეტ კომპანიას და შესაბამისად მათი მომსახურეობა გაცილებით ნაკლები დაუჯდებათ მათ კლიენტებს.

ამასთანავე, აუთსორსინგი, კადრის აყვანის სტანდარტული პროცედურისგან იმით განსხვავდება, რომ თუ ეს უკანასკნელი გულისხმობს თანამშრომლისთვის სამუშაო აღწერილობის მიცემას და სხვადასხვა ფუნქციების დაკისრებას, აუთსორსინგის მთავარი უპირატესობა კი  მიზნების ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. აქ იგულისხმება ის, რომ ძლიერი აუთსორსინგული კომპანია თავის დამკვეთთან ერთად გეგმავს ყველაფერს, მინიმუმ ერთწლიან მიზნებზე იღებს პასუხისმგებლობას და მათ მისაღწევად ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს.

როგორც ხედავთ, აუთსორსინგი გამოდის უფრო იაფი, მისი დახმარებით კომპანიას ყავს არა უბრალოდ თანამშრომელი, არამედ გუნდის წევრი, რომელიც თავიდან ბოლომდე ფოკუსირებულია კომპანიის შედეგების მიღწევაზე, რადგან მას უყურებს არა როგორც უცხოს, არამედ უშუალოდ კლიენტს, რომელიც მუდმივად უნდა იყოს კმაყოფილი. ასევე კომპანიას ჰყავს ძლიერი გუნდი თავისი სამოქმედო გეგმით და საშუალება ეძლევათ დამფუძნებლებს თავიანთი დრო, უფრო ძირითად საკითხებზე, მაგალითად პროდუქტის განვითარებაზე გადაანაწილონ.

შესაბამისად, რაც უფრო მეტი აუთსორსინგული კომპანია იქნება თქვენ გარშემო, მით მეტი უპირატესობა გექნებათ თქვენ. გეყოლებათ საუკეთესო გუნდი, რომელთა ანაზღაურებაც შედეგებზე იქნება მიბმული და მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ თქვენი საბოლოო შედეგები იყოს საუკეთესო.

 

| გააზიარე
მოგწონთ?