პრინციპები, რომლებიც ჩვენს გუნდს განსაკუთრებულს ხდის


დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს გუნდში 60 ადამიანია, რომლებიც თბილისსა და ბათუმში მუშაობენ სხვადასხვა დასახული მიზნის მისაღწევად, შესაბამისად, ჩვენ შესახებ ინფორმაცია ძალიან ბევრ ადამიანსა და კომპანიას აქვს, მათგან კი ბევრი დადებითი უკუკავშირი მოდის. ადამიანები ხშირად მისვამენ შეკითვას, თუ როგორ შევკრიბეთ ასეთი ძლიერი გუნდი. რეალურად, ამ ყველაფრის საფუძველი  ჩვენი კორპორატიული კულტურაა.

 

წარმოგიდგენთ ორ მნიშვნელოვან პრინციპს ჩვენი კორპორატიული კულტურიდან.

 

ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამართლიანობაა და ვარჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მაქსიმალურად სამართლიანები სხვადასხვა სიტუაციაში. ხოლო როდესაც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვენს თავს ვუსმავთ შეკითხვას, როგორც მოიქცეოდა იმ სიტუაციაში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, თუნდაც მოსამართლე და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

 

ჩვენი მიზანია ჩვენივე წარმატება დაფუძნებული იყოს სამართლიანობაზე, ყველა გუნდის წევრმა უნდა იცოდეს, რომ მას არავინ არ მოექცევა უსამართლოდ და სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, არავინ გამოიტანს უსაფუძვლო დასკვნებს. სწორედ ასეთი შეგრძნება უქმნის ჩვენს გუნდის წევრებს დიდ მოტივაციას და ეს აგრძნობინებს მათ, რომ აბსოლუტურად  განსხვავებულ გარემოში მუშაობენ, რაც დიდი პლიუსია მათი შემდგომი განვითარებისთვის.

 

ამის გარდა, ჩვენ გუნდში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი - ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს, ეს არის ჩვენი კრედო, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, რადგან ჩვენი გუნდის წევრები ამ პრინციპით მუშაობენ. ისინი დებენ დაპირებებს და ასრულებენ მათ. ჩვენთან სირცხვილია სიტყვის მიცემა და მისი არ შესრულება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მუშაობს მსგავსი მიდგომა 100%-ით, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას იმისათვის, რომ მიზანი, რომელიც დავისახეთ, მიღწეული იყოს საბოლოო ჯამში.

 

ზოგადად, ცხოვრებაშიც ასე მუშაობს ეს პრინციპი. შეიძლება გქონდეს იდეალური მიზანი, ყოველთვის ვერ აღწევდე მას, თუმცა აგრძელებდე მისთვის ბრძოლას და ეს საშუალებას მოგცემს ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო სხვებზე და უფრო ახლოს იყო შენს მიზნებთან.

 

შესაბამისად, ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ყველა გუნდის წევრი იცავს და სწორედ ეს არის ის, რაც ხდის ჩვენს გუნდს განსაკუთრებულსა და გამორჩეულს.

 


დავით კენჭაძე

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?