როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი?


დღევანდელ სტატიაში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი უკვე შედგება ბევრი წევრისგან და ასევე გვაქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება, თუმცა განსხვავებით სხვა საკონსულტაციო კომპანიებისგან, იქნება ეს სარეკლამო, აუდიტორული თუ სხვა კომპანიები, ვისთანაც გვიწევს შეხება, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ჩვენ არ ვცდილობთ მივყიდოთ კლიენტს რაიმე პროდუქტი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი.

ასევე განსხვავებული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი არ შემოიფარგლება ერთჯერადი პროექტების დადებით, შესაბამისი საკომისიოების აღებით და ამით ურთიერთობის დასრულებით. ჩვენ კლიენტებს ვუდგებით სხვაგვარად, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და როგორც  მეგობრებს, გვსურს მათ მიაღწიონ უფრო მეტს და მიიღონ მეტი მოგება.

შესაბამისად, ჩვენი პროექტები არის აბსოლუტურად განსხვავებული, რადგან არ მივდივართ კონკრეტულ კომპანიაში და არ ვთავაზობთ სერვისებს, არამედ პირველ რიგში, ვაანალიზებთ, თუ სად არიან ისინი. საქმე ეხება ყველა იმ  მიმართულებას, იქნება ეს ფინანსები, ბუღალტერია, გაყიდვები, ზოგადი მენეჯმენტი, სტრატეგია, მარკეტინგი, ლოჯისტიკა, შესყიდვები, იურიდიული თუ HR მიმართულება და ა.შ. რომელიც ჩვენ გვაქვს დანერგილი. მეორე ეტაპზე,  ვაკეთებთ ანალიზს, თუ სად შეიძლება იყოს კომპანია გარკვეული პერიოდის შემდეგ. ანუ ჩვენ ვაანალიზებთ თუ განვითარების რა ეტაპზეა კომპანია ახლა და სად შეიძლება აღმოჩნდეს ის მომავალში. მესამე შემთხვევაში კი ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მათ მიაღწიოს დასახულ მიზნებს და ჩვენი დახმარებით დღევანდელი სიტუაციიდან მოხვდნენ იქ, რასაც იდეალურ გარემოებად თვლიან თავიანთი კომპანიისთვის.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს მომსახურება ჩვენი მხრიდან არის უფასო და ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან ეს არის ჩვენი კრედო. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთგვარი საჩუქარი ჩვენი კლიენტებისთვის და  აუცილებლად უნდა  გავაკეთოთ მათი კომპანიის ანალიზი, მივცეთ მათ შესაბამისი რეკომენდაციები ხოლო შემდეგ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ითანამშრომლებენ ჩვენთან თუ არა.

ჩვენ გვწამს, რომ იმისდა მიუხედავად, მოხდება თუ არა კონკრეტული კონტრაქტიდან გამომდინარე ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მეგობრებად, მიცემული რეკომენდაციებით კი ჩვენს წვლილს შევიტანთ მათი წარმატების მიღწევასა და მოგების ზრდაში.

| გააზიარე
მოგწონთ?