რატომ უნდათ სხვა ადამიანებს ჩვენი ჩაძირვა?


სამწუხაროდ ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ როცა მიდიხართ წინ, გგონიათ, რომ ყველაფერი კარგადაა, მოტივირებული აკეთებთ კარგ საქმეს, ფიქრობთ, რომ მომავალი იქნება მრავალფეროვანი და გჯერათ წარმატებას წარმატება მოსდევს, თუმცა ასეთ დროს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად გააფუჭებენ თქვენს იმიჯს, შეეცდებიან იპოვონ მცირე შეცდომები, რომელსაც ყველა სხვა ადამიანის მსგავსად თქვენც დაუშვებდით და შემდეგ ისე გაავრცელონ ეს მოვლენები თითქოს თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, რაც დამეთანხმებით უდიდესი უსამართლობაა.

მაგრამ რომელიმე ადამიანი არის უშეცდომო? ყველა ვუშვებთ შეცდომებს და არ არის აუცილებლი ერთმანეთის ცხოვრებაში, მხოლოდ შეცდომებზე გავამახვილოთ ყურადღება, როცა შეგვიძლია უბრალოდ რჩევა მივცეთ ან/და დავეხმაროთ ამ შეცდომების გამოსწორებაში. ასეთი ადამიანები ცდილობენ და პრინციპში ახერხებენ კიდეც ცუდად მოგექცნენ თქვენ.

რატომ ხდება ასე?

ასეთი ქცევა იმ კატეგორიისთვისაა დამახასიათებელი ვისაც შურს  წარმატებული ადამიანების ან/და მათში კონკურენტს ხედავენ. როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? მათი მთავარი პრობლემა საკუთარი თავია, რადგან მათ ხასიათში აქვთ სხვების განკითხვა და დამცირება. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ქცევით თვითონ მიიღებენ სულიერ სარგებელს ან უბრალოდ სხვების ჩაძირვა კარგად აისახება მათ კარიერულ ან პირად ცხოვრებაზე. მათი მიზანია ჩაგითრიოთ კამათში, ელოდებიან თქვენს რეაქციას და გიწვევენ ბრძოლაში თავისივე „ბოღმის მოედანზე“.

მთავარია არ დაეშვათ იმ საფეხურზე, სადაც ასეთი კატეგორიის ადამიანები არიან. უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება და განაგრძოთ გზა თქვენი მიზნებისკენ, გამოასწორეთ შეცდომები და მიაღწიეთ უფრო მეტ წარმატებას. ცხოვრებაში ძალიან რთულია თავის შეკავება, როცა ხედავთ უსამართლობას, მითუმეტეს საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუძლოთ პირველად ემოციებს. გახსოვდეთ ნერვიულობით და ჩხუბით თქვენ ვერაფერს მოიგებთ, ასეთ დროს მეტი გამჭრიახობა გჭირდებათ იმისათვის, რომ აუღელვებლად მაინც გამარჯვებული გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. თუ გექნებათ მსგავსი შემთხვევები ნუ გადაწყვეტთ შურისძიებას, ნუ წამოეგებით პროვოკაციას და იფიქრეთ იმაზე, რომ ასეთი ადამიანებისთვის „სამაგიეროს გადახდა“ თქვენ მიერ მიღწეული წარმატებით იქნება შესაძლებელი. სწორედაც თქვენი ყოველი ახალი წარმატება კიდევ უფრო მეტად გააგიჟებს ასეთ ადამიანებს და ისინი ბოლოს მიხვდებიან, რომ უბრალოდ თავი უნდა დაგანებონ.

ამიტომ, ახალი შემართებითა და ახალი ძალით განაგრძეთ თქვენი საქმიანობა და დარწმუნებული ვარ შეძლებთ ყველა მსგავს ადამიანს დაანახოთ, რომ მსგავსი დამოკიდებულებით და საქციელით ვერასდროს ვერაფერს მიაღწევენ.

| გააზიარე
მოგწონთ?