ლიდერის ძლიერი თვისება - მომავლის ხედვა


იფიქრეთ მომავალზე - პირველი თვისება, რომელიც თქვენ უნდა გამოიმუშაოთ, როგორც ძლიერმა ლიდერმა არის ორიენტაცია მომავალზე. ეს არის წარმატებული მენეჯერის კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისება. ის დამახასიათებელია განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიაღწიეს კარიერულ წარმატებას და მათთვის ვინც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ მათზე დაკისრებულ ამოცანებზე.

რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო გამოერკვიათ თუ რა საერთო თვისებები ჰქონდა მსოფლიო ისტორიის 3300 ლიდერს. საბოლოო ჯამში აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ერთი საერთო თვისება – ეს არის მომავლის ხედვის უნარი. ლიდერებს შეუძლიათ მომავლის დანახვა, სხვებს კი არა. ლიდერები ხედავენ ნათელ მომავალს საკუთარი ბიზნესისათვის, ოჯახისათვის,  საკუთარი თავისათვის, ქვეყნისათვის. ისინი ხედავენ ბრწყინვალე მომავალს და მერე იწყებენ მუშაობას ამ მომავლის შესაქმნელად. ისინი საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მომავალზე ფიქრს, თუ როგორ შეიძლება მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ნაკლებად ფიქრობენ წარსულზე. საზოგადოების მხოლოდ 10% უყურებს მომავალს, დანარჩენები კი, როგორც წესი, ტკბებიან წუთიერი, ყოველდღიური სიამოვნებით ან იყურებიან მხოლოდ წარსულში.

საინტერესოა, თუ როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ ადამიანი ფიქრობს თუ არა მომავალზე. ამისათვის ერთი მარტივი კითხვის დასმა არის საკმარისი. როგორია თქვენთვის იდეალური ცხოვრება? იგივე შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავსაც. ადამიანები, რომლებიც არიან ორიენტირებულები მომავალზე ამ კითხვას პასუხს გასცემენ მომენტალურად, იმიტომ, რომ ისინი ხშირად ფიქრობენ ამაზე. ასეთმა ადამიანებმა იციან, რატომ მიდიან მომავლისკენ და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. სხვა ტიპის ადამიანებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მომავალზე, რადგან ისინი იშვიათად იხედებიან იქ. წარუმატებელ ადამიანებს კი ხშირად უჭირთ მომავლის ხედვის ჩამოყალიბება.

ჩამოაყალიბეთ თქვენი მომავალი, ჩამოწერეთ მიზნები, რას უნდა მიაღწიოთ 5 წლის შემდეგ კარიერაში, ფინანსებში, ოჯახში.  რაც უფრო დეტალურად ჩამოწერთ ამ ყველაფერს, მით უფრო გაგიმარტივდებათ ამ ყველაფრის მიღწევა. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია მიზნის მიღწევა, რომელსაც ვერ ხედავთ. მას შემდეგ, რაც თქვენ ჩამოაყალიბებთ მიზანს, რჩება კიდევ ერთი კითხვა – როგორ შეიძლება მივაღწიო ამ ყველაფერს? ამაზე ფიქრისას თქვენ ხდებით ოპტიმისტიც, ხდებით კრეატიულიც და რეალობასაც აფასებთ სამართლიანად. ამ მიმართულებით მუშაობის შედეგად თქვენ იგრძნობთ ენერგიას, ენთუზიაზმს და ძალას, გაიზრდება თქვენი მოტივაცია. მთავარია გქონდეთ კონკრეტული გეგმა და თუ მიჰყვებით მას ყოველდღიურად, შეძლებთ, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. მიდგომა ერთნაირია, როგორც ბიზნესის ასევე პირადი ცხოვრების შემთხვევაში.

| გააზიარე
მოგწონთ?