გინდათ იშოვოთ ბევრი ფული?


ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ მას ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი,  თუმცა მეტი შემოსავლის ცნებაც განსხვავებულია ადამიანების მიხედვით, რადგან ზოგისთვის მეტი შემოსავალი შეიძლება 200 ლარით, ზოგისთვის კი 2 000 000 ლარით განისაზღვრებოდეს. დღეს მე მსურს კარგად დაგაფიქროთ ფულთან დაკავშირებულ თემაზე, შესაბამისად მაქვს შეკითხვა: გინდათ იშოვოთ ბევრი ფული? გინდათ იცხოვროთ უზრუნველად, თავისუფლად, აკეთოთ ის, რაც გინდათ და ვისთან ერთადაც გინდათ? თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია კი, მაშინ დაფიქრდით რა არის ის საქმიანობა, სადაც შეგიძლიათ იშოვოთ დიდი ფული.

როგორ შოულობენ ფულს ცნობილი ბიზნესმენები თუნდაც საქართველოში ან საზღვარგარეთ? მოდით დავფიქრდეთ რა არის ის საქმიანობა, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა? არიან ადამიანები, რომელებსაც აქვთ ქარხნები, ბანკები, სხვადასხვა ტიპის მომსახურებები. თუმცა რეალურად, არც ერთ წარმატებულ ადამიანს, გაყიდვების გარეშე არ უშოვია ფული.

ჩვენ გვჭირდება აღიარება იმისა, რომ ყველანი ვართ გაყიდვებში და გვჭირდება გაყიდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

გაყიდვების გარეშე იქნები სტაბილურად და ვერც იმ კითხვებზე მიიღებ პასუხს, რომელიც აქამდე დავსვით. შესაბამისად, დროა ისწავლოთ გაყიდვები. დაფიქრდით, რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც არიან წარმატებულები.

მე ვიცნობ ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც თავისი პროდუქციის დისტრიბუცია სწორედ მოლაპარაკებების მიხედვით დაიწყო. ის თვითონ მიდიოდა და ელაპარაკებოდა კონკრეტულ ობიექტებს თავისი პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. მე მხვდება ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ სურს გაყიდვების კუთხით განვითარება, თუმცა რეალურად სხვა პროფესიებში ფულს ვერ იშოვით მანამ, სანამ არ დაიწყებთ გაყიდვების მიმართულებით მუშაობას.

იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვები უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა შემოსავლების ზრდისთვის, ჩვენ შევქმენით გაყიდვების სკოლა, სადაც სწავლება უფასოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს იყოს ჩვენი გუნდის წევრი გრძელ ვადაში და იშოვოს მეტი ფული. ჩვენთან არ არსებობს არანაირი შეზღუდვები, მთავარია სურვილი და მოტივაცია იმისათვის, რომ ისწავლო გაყიდვები და მოკლე დროში გაზარდო შემოსავლები.

მაშ ასე, გინდათ იშოვოთ ბევრი ფული? გადადით გაყიდვებში და დაუმტკიცეთ ყველას, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ გაქვთ აბსოლუტური პოტენციალი იმისა, რომ იცხოვროთ უზრუნველად და თქვენ შეგიძლიათ შემდეგ დაეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანს თავიანთი მიზნების მიღწევაში.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?