ხელმძღვანელობის სტილი, რომელიც შეცვლის თქვენს ურთიერთობას თანამშრომლებთან


თანამედროვე ბიზნესში იცვლება სხვადასხვა თანამდებობების სახელები არა მარტო სახელიდან, არამედ მისი შინაარსიდან გამომდინარე. აქამდე იყო ერთი პერიოდი, როდესაც უშუალოდ უფროსს და ხელმძღვანელ პირებს მოიხსენიებდნენ ტერმინით - ბოსი”. შემდეგ იყო ტრენდი, რომლის მიხედვითაც ლიდერულ უნარ-ჩვევებზე აკეთებდნენ მთავარ გათვლას და ხელმძღვანელს მოიხსენიებდნენ ტერმინით - „ლიდერი“. თუმცა დღევანდელ ბიზნესში, დამკვიდრდა ახალი ტერმინი - „ქოუჩი“. ამ ახალი ტრენდის თანახმად, ხელმძღვანელი არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ იმაზე, რომ შეარჩიოს კარგი გუნდი, რომელიც მას გაჰყვება, არამედ აღზარდოს ამ გუნდის თითოეული წევრი.

როგორ ხდებოდა ადრე? როდესაც იყვნენ ტიპური უფროსები - ბოსები, ყველაფერს აკეთებდნენ ბრძანებების, მითითებების საფუძველზე. ლიდერობის ეტაპზე მოტივაცია და შეძახილები იყო აქტუალური, ხოლო დღეს, განსხვავებულად ხდება ეს ყველაფერი.  ქოუჩინგის დროს, ხელმძღვანელები ერთი-ერთზე ესაუბრებიან თანამშრომლებს, გარკვეულ დროის უთმობენ მათ აღზრდას და ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებიან უფრო უკეთესები.

მე არ ვცდილობ დავამტკიცო, რომ რომელიმე მეთოდი ცუდი და არასწორია, არა, თითოეულ მეთოდს აქვს სწორი გამოყენების ეტაპები.

საქმე იმაშია, რომ ხელმძღვანელმა არ უნდა აირჩიოს გამოკვეთილად მხოლოდ ერთი მიმართულება, ანუ არ უნდა იყოს მხოლოდ ბოსი, მხოლოდ ლიდერი ან მხოლოდ ქოუჩი. მან მოცემული ხელმძღვანელობის ტიპები სხვადასხვა სიტუაციას უნდა მოარგოს. იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ ერთ მიმართულებას აირჩევს გამოკვეთილად, მის მიერ დადებული შედეგები გაცილებით უფრო ცუდი იქნება.

როგორ უნდა მოიქცეს წარმატებული ხელმძღვანელი? მნიშვნელოვანია, რომ მან გამოავლინოს მაღალი პროფესიონალიზმი და გააკეთოს სამივე მიმართულების კომბინაცია. ასეთი ხელმძღვანელი უნდა იყოს ქარიზმატული და შეეძლოს თავისი თანამშრომლების აყოლიება, კრიზისულ სიტუაციებში მკაცრად მიიღოს გადაწყვეტილებები და აუცილებლად დაუთმოს დრო თავისი თანამშრომლების აღზრდას.

თუ თქვენ კარგად დაფიქრდებით მოცემულ სამ მიდგომაზე და გაანალიზებთ თითოეულს, მიიღებთ ძალიან საინტერესო კომბინაციას და მისი ყოველდღიურობაში დანერგვის შემთხვევაში, თქვენი გუნდის წევრები იქნებიან ბევრად უფრო კმაყოფილები და ბედნიერები თქვენთან მუშაობით. ასეთი ხელმძღვანელის მმართველობის ქვეშ მომუშავე გუნდი უფრო მეტად მოტივირებულია განვითარდეს და გაზარდოს შედეგები. როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ასეთი გუნდი საბოლოო ჯამში? დიახ, სწორედ ფიქრობთ - ის ზრდის კომპანიის მოგებას და სწორედ ეს შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

ასე რომ, ერთადერთი რაც დაგრჩენიათ არის ის, რომ სცადოთ და დაიწყოთ ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება.

| გააზიარე
მოგწონთ?