5 მარტივი რჩევა საქართველოში წარმატების მისაღწევად


დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე. რეალურად, საქართველოში წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ამისათვის კი მსურს მოგცეთ 5 მარტივი რჩევა.

პირველი რჩევაა - უბრალოდ იოცნებეთ. შეიძლება საკმაოდ ბანალურად ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა სინამდვილეში, ოცნება აუცილებელიც კი არის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს, რა სურს ცხოვრებაში. ოცნება საჭიროა, რათა დავფიქრდეთ, რა არის ის, რისკენაც მიგვიწევს გული და მზად ვართ მისთვის ვიბრძოლოთ. ოცნებობ ნიშნავს, რომ უკვე გაქვს რაღაც, რისკენაც შეიძლება მისცე მიმართულება ცხოვრებას.

მეორე რჩევაა მიზნების დასახვა. ნათქვამია, რომ მიზნები ერთგვარი ოცნებებია თავისი ვადებით და ეს ასეც არის. თქვენ უნდა მოახერხოთ ოცნებების მიზნებად კონვერტირება, რომლებიც უკვე იქნება კონკრეტული, რეალური და დროში გაზომვადი. ოცნება კარგია, თუმცა ის დარჩება მხოლოდ თქვენს გონებაში, თუ არ ჩამოაყალიბეთ ისინი მიზნებად და არ დაგეგმეთ, რა უნდა გააკეთოთ მათ მისაღწევად, რა დრო დაგჭირდებათ ამისთვის, რა წინააღმდეგობების გადალახვა შეიძლება მოგიწიოთ და ა. შ.

მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებელია, რომ გარკვეული დრო დაუთმოთ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. განათლება არ უნდა იყოს დანიშნულების ადგილი, ეს არის გარკვეული პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. თუ თქვენ სწავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად იზრუნებთ ცხოვრებაში, დამერწმუნეთ, უფრო მარტივად შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას.

მეოთხე რჩევა ეხება გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე გარკვეულ გამოცდილებას ვიღებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად ვუფიქრდებით ამ საკითხს, რამდენად ვაკვირდებით რა ვისწავლეთ და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში უკეთ ამ გამოცდილების საფუძველზე.

და ბოლოს მეხუთე რჩევა, რომელიც მდგომარეობს მოქმედების დაწყებაში. მიუხედავად იმისა, რა დროს დავხარჯავთ ყველაფრის დაგეგმვაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოქმედებაა. სწორედ ამ ნაწილში უშვებენ ადამიანები ყველაზე დიდ შეცდომას. ისინი ბევრს ფიქრობენ და თითქმის არ მოქმედებენ, შესაბამისად ეს ყველაფერი განუხორციელებელი რჩებათ. ამიტომ საჭიროა, რომ გახდეთ მოქმედებაზე ორიენტირებული და ისწავლოთ როგორც ფიქრი, ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მათ რეალობად გადასაქცევად.

მაშ ასე, იოცნებეთ, დაისახეთ კონკრეტული მიზნები, არ შეწყვიტოთ სწავლა და გააგრძელეთ განათლებაზე ზრუნვა, დააგროვეთ გამოცდილება და იმოქმედეთ. დანერგეთ მოცემული 5 წესი ცხოვრებაში და თქვენ რადიკალურად შეცვლით თქვენს ცხოვრებას.

გისურვებთ წარმატებებს!

| გააზიარე
მოგწონთ?